კონსალტინგი
ორგანიზაციებს საკუთარი ამბიციების, მიზნების, ზრდისა და კრიზისული სიტუაციების მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება ესაჭიროებათ. ხშირად საჭირო ხდება საქმიანობის სწორი მიმართულებით განახლება, ან ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის წარმატებულ ოპერირებას ბაზარზე.
Nexia TA გთავაზობთ მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებებს, გუნდურ მიდგომას და სერვისს, რომელიც ორიენტირებულია კლიენტი კომპანიის ზრდასა და წარმატების მიღწევაზე. სპეციალიზებული გუნდები ერთად მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ კომპანიის კლიენტებმა შეძლონ ნებისმიერი შემხვედრი გამოწვევის თუ სირთულის გადალახვა, განსაკუთრებით კი დღეს არსებულ არაპროგნოზირებად და კრიზისულ გარემოში.
Nexia TA-ს კომპეტენცია და გლობალური შესაძლებლობები საკონსულტაციო მიმართულებით კლიენტთან ინდივიდუალურ და ეფექტურ მიდგომას უზრუნველყოფს.
2016 წელს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის კანონში შესული ცვლილებების თანახმად კომპანიებისთვის სავალდებულო გახდა ფინანსური ანგარიშგებების მომზადება IFRS ან IFRS for SMEs სტანდარტების შესაბამისად.
სწორედ ამიტომ კომპანიები ვალდებულნი არიან აღრიცხვის სისტემები მოიყვანონ IFRS ან IFRS for SMEs სტანდარტებთან შესაბამისობაში.
Nexia TA გთავაზობთ კომპანიაში არსებული აღრიცხვის სისტემის გამოკვლევას და აღრიცხვის სისტემის კორექტირებას IFRS ან IFRS for SMEs სტანდარტების შესაბამისად:
- კომპანიის აღრიცხვის სისტემის შესწავლა და ანალიზი
- სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება IFRS ან IFRS for SMEs სტანდარტების შესაბამისად
- კომპანიის სასტარტო ნაშთების კორექტირება IFRS ან IFRS for SMEs სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისათვის
- ფინანსური ანგარიშგების მომზადება IFRS ან IFRS for SMEs სტანდარტების შესაბამისად
ბიზნესის შეძენის, გაყიდვის თუ შერწყმის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია სამიზნე ობიექტის შესახებ რეალური ინფორმაციის მოპოვება, რათა საბოლოო გადაწყვეტილებაც წარმატებული აღმოჩნდეს. Due Diligence-ის მომსახურების მიზანია დამკვეთს მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია სამიზნის შესახებ და შეაფასოს მოსალოდნელი გარიგების რისკები შემდეგი ეტაპების იდენტიფიცირებით:
- რისკების შეფასება, პოტენციური საფრთხისა და ბიზნესის საქმიანობის ხელისშემშლელი ფაქტორების ანალიზი;
- აქტივებისა და ვალდებულებების ანალიზი;
- ძირითადი კოეფიციენტების ანალიზი, დაგეგმილი ქმედებებისა და ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შედარება;
- ბიზნესის მიმდინარე სავაჭრო მდგომარეობის ანალიზი;
- ბიზნესის საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზი.
ქონების/ბიზნესის შეფასება ხორციელდება საერთაშორისო შეფასების სტანდარტის(IVS) მიხედვით სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ და გაიცემა შესაბამისი ანგარიში:
- ანგარიშში მოცემული ანალიზი, შეხედულებები და დასკვნები ეკუთვნის შემფასებელს და მოქმედია მხოლოდ იმ შემზღუდავი პირობებისა და დაშვებების ფარგლებში, რომლებიც წარმოადგენს ანგარიშის შემადგენელ ნაწილს;
- შემფასებელს არც ამჟამად და არც მომავლისათვის არ გააჩნია რაიმე ინტერესი შესაფასებელი ობიექტის ღირებულების სიდიდის მიმართ და მოქმედებს მიუკერძოებლად;
- შემფასებლის ანაზღაურება არაა დამოკიდებული შეფასებული ობიექტის საბოლოო ღირებულებაზე, აგრეთვე იმ მოვლენებსა და შედეგებზე, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს დამკვეთის ან მესამე პირების მიერ წინამდებარე ანგარიშის გამოყენებამ თუ აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის წინასწარ არ არის ცნობილი;
- შეფასების ანგარიში მოიცავს შემფასებლის პროფესიონალურ აზრს შესაფასებელ ღირებულებასთან მიმართებაში კონკრეტული თარიღისთვის და არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტიად იმისა, რომ აღნიშნული ღირებულება შემდგომში არ განიცდის ცვლილებას;
- შემფასებლები უშუალოდ ადგილზე ახდენენ შესაფასებელი ობიექტის ინსპექტირება და დასურათებას;
- არამატერიალური აქტივის/ბიზნესის შეფასებისას ხდება ეფექტური და სამართლიანი მეთოდოლოგიის შერჩევა და აქტივის/ბიზნესის/წილის საბაზრო ღირებულების დადგენა-შეფასება.
ფინანსური მმართველობა კომპანიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფუნქციაა და მას გამოკვეთილი დანიშნულება აქვს: კომპანიის საქმიანობის ფინანსური შედეგების აღრიცხვა და ანალიზი, შემოსავლებისა და ხარჯების პროგნოზირება, ბიუჯეტირება, კომპანიის ანგარიშგების სიცხადის, გადახდისუნარიანობის, ლიკვიდურობისა და მომგებიანობის კონტროლი.
კომპეტენტური ფინანსური მენეჯერი (CFO) ითავსებს ამ ანალიტიკურ საქმიანობას. მისი დანიშნულებაა, ერთიანად შეისწავლოს ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი რიცხვობრივი და ხარისხობრივი ინფორმაცია და მასზე დაყრდნობით, წარუდგინოს გენერალურ მენეჯერს რეკომენდაციები. ამით, CFO ეხმარება ორგანიზაციის დირექტორს, უფრო ეფექტურად გამოიყენოს თავისი შეზღუდული დრო და მიიღოს ციფრებზე, და არა უბრალოდ ინტუიციაზე, დამყარებული გადაწყვეტილებები. დარწმუნდება რა, რომ საწარმოს ფინანსური მიმართულება სანდო ხელშია, დირექტორი ყურადღებას გაამახვილებს საწარმოს ძირითად საქმიანობაზე, უზრუნველყოფს მის ზრდას და განვითარებას.
პროფესიული ფინანსური მხარდაჭერის ხელშესახები სარგებელია:
- საქმიანობის ფინანსური შედეგების ნათელი სურათი;
- ოპტიმიზებული მომგებიანობა;
- დაფინანსების მოქნილი სისტემა;
- ფინანსური შედეგების სანდო პროგნოზი.
კომპანიების შერწყმა და შესყიდვა საკმაოდ რთული და დელიკატური პროცესია, განსაკუთრებით, როდესაც სამიზნე ორგანიზაცია უკვე ბევრი წელია რაც ფუნქციონირებს და მყარად აქვს ჩამოყალიბებული სტრუქტურა, კულტურა, ოპერაციები და ფინანსური მენეჯმენტის პროცესი.
წარმატებული შერწყმის მართვა ხდება რამოდენიმე დონეზე:
ფინანსური ნაწილი. პირველ რიგში, სამიზნე კომპანიის სწორი შეფასება, შესყიდვის ღირებულებასა და მასთან დაკავშირებულ სხვა პირობებზე მოლაპარაკებების მართვა. უშუალოდ შერწყმის პროცესში ორი ორგანიზაციის ფინანსური სისტემების ჰარმონიზაცია: საბუღალტრო ანგარიშგებების გაერთიანება (გაერთიანების დროს) ან საერთო პრინციპებზე მოყვანა (შესყიდვის დროს); ფინანსური დოკუმენტების ბრუნვის პროცესის ოპტიმიზაცია; ანგარიშგების ერთიანი ფორმატის შემუშავება და ა.შ.
საოპერაციო ნაწილი. სამიზნე საწარმოს კულტურისა და ბიზნეს პროცესების ჰარმონიზაცია შემსყიდველთან. კომუნიკაციის დამყარება, პროცესების ოპტიმიზაცია და სინერგიების მაქსიმიზაცია. ეს შერწყმის/შესყიდვის ყველაზე დელიკატური ნაწილია, რადგან სამიზნე კომპანიის პროცესები უკვე დამყარებულია და დიდი ალბათობით, სწორედ ამ პროცესებმა და ადამიანურმა რესურსებმა განაპირობეს მისი ჩამოყალიბება შერწყმის/შესყიდვის კანდიდატად.
საგადასახადო ნაწილი. გაერთიანების პროცესის გამართვა საგადასახადო კუთხით: შედეგად წარმოშობილი იურიდიული პირ(ებ)ის საგადასახადო სტატუსის გარკვევა, ანგარიშგების პროცედურების ჩამოყალიბება, შესყიდვასთან დაკავშირებული საგადასახადო საკითხების მოგვარება და საგადასახადო რისკების იდენტიფიკაცია და მინიმიზაცია.
იურიდიული ნაწილი. შერწყმის/შესყიდვის იურიდიული საკითხების გამართვა: ხელშეკრულების შედგენა, აქტივებზე უფლებების განცალკევება, თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულებების გადამზადება, სამიზნე კომპანიის მიმდინარე დავების მართვა, შერწყმის/შესყიდვის იურიდიული რისკების აღმოჩენა და მინიმიზაცია.
ბუღალტრული დოკუმენტები ზუსტად უნდა ასახავდეს საწარმოს სამეურნეო საქმიანობასა და მის შედეგებს, აქტივების (ძირითადი საშუალებების) რაოდენობას.
თუ თქვენი სააღრიცხვო მონაცემები განსხვავდება ფაქტობრივი მდგომარეობისგან, Nexia TA დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ და აღმოფხვრათ ეს უზუსტობები ინვენტარიზაციის მეშვეობით.
სწორედ ინვენტარიზაციის დროს შესაძლებელი ხდება ბუღალტრული ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა.
Nexia TA გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:
- ძირითადი საშუალებების და მარაგების ინვენტარიზაცია (ინვენტარიზაციის ნომრის მინიჭება, დასტიკერება);
- საინვენტარიზაციო ფორმების შექმნა;
- ბუღალტერიასთან შედარება და სხვაობების გამოყვანა.
პროექტის მენეჯმენტი უკანასკნელ წლებში ერთი, რიგითი მიმზიდველი მიდგომიდან, რომლის გამოყენებაც შეეძლოთ ორგანიზაციებს, იქცა უმნიშვნელოვანეს ბიზნეს პროცესად, რომელიც აუცილებელია გადარჩენისთვის. დრამატულად ცვალებადი გარემო და მძაფრი კონკურენცია აიძულებს ორგანიზაციებს სწრაფად მოერგონ ცვლილებებს და დახვეწონ მართვის სისტემები. პროექტის მენეჯმენტი სწორედ ამ მიზნების მიღწევაში ეხმარება მათ.
პროექტის მენეჯმენტის საწყისები დაგეგმვით იწყება. ხარჯებისა და რესურსების დაგეგმვა უმნიშვნელოვანესია შემდგომ გეგმა-ფაქტის და გადახრების ანალიზის პროცესში. პროგრამა MS Project-ის დახმარებით პროექტის მართვის სრული ციკლის სწორი მიმართულება და ფუნქციონალი არის წარმოდგენილი. ასევე, პროექტის მართვისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია რისკების და სტრესის მართვა, სწორი მენეჯმენტის მიდგომები და შესყიდვები, რაც საბოლოოდ სწორი ანგარიშების წარმოების და წარდგენის შესაძლებლობას იძლევა.
კომპანიის ზრდასთან ერთად გადასამუშავებელი ფინანსური ინფორმაციის მოცულობა იმდენად იზრდება, რომ გენერალური დირექტორი ვეღარ ითავსებს ფინანსურ ფუნქციებს და დგება დრო, როდესაც კომპანიას უჩნდება ფინანსური დირექტორის დაქირავების აუცილებლობა. სწორედ ამიტომ, Nexia TA-მ, პანდემიური გარემოს ფონზე დაამატა ახალი სერვისი: CFO აუთსორსინგი, რომელიც გულისხმობს კვალიფიციური ფინანსური დირექტორის მომსახურებას, სხვადასხვა ფინანსური სირთულეების დაძლევას კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ამის გარდა CFO-ს დანიშნულებაა ბიუჯეტის სწორი დაგეგმვა და კონტროლი, ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი, ძირითადი საშუალებების შეფასება, ფინანსურ ინსტიტუტებთან (ბანკები, ფონდები) ურთიერთობა/მოლაპარაკება და ა.შ.
Nexia TA უზრუნველყოფს 2 სახის CFO Outsourcing მომსახურებას: 1) სრული outsourcing მათთვის, ვისაც ფინანსური დირექტორი არ ჰყავს და 2) ფინანსური მხარდაჭერა („ფინანსური გაჯანსაღება“) მათთვის, ვისაც ფინანსური დირექტორი ჰყავს, მაგრამ მაინც სურს საჭირო მიმართულებით ფინანსური საკონსულტაციო დახმარების მიღება.
საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერა მოიცავს Nexia-ს საერთაშორისო ქსელის მეშვეობით შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირება, საკონსულტაციო, მენეჯერული და საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური საქმიანობის მხარდაჭერა;