23 მაისს, ნექსია თიეი აკადემიამ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ასოციაციის წევრებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება”,
ტრენინგს უძღვებოდნენ აკადემიის ტრენერები დავით მამრიკიშვილი და გელა მღებრიშვილი.
შეხვედრაზე მსმენელებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და გაიზიარეს ნექსია თიეის ექსპერტებისგან პრაქტიკული გამოცდილება ზემოაღნიშნულ თემაზე, ხოლო ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ნექსია თიეი აკადემიის სერტიფიკატები.
შეგახსნებეთ, რომ ტრენინგი განხორციელდა ამერიკული ორგანიზაციის – CIPE (Center for International Private Enterprise) მხარდაჭერით პროგრამა “ძლიერი ასოციაციები-ძლიერი ადვოკატები”-ს ფარგლებში.