SOLUTIONS

დისტანციური მხარდაჭერა

პროგრამული გადაწყვეტილების დანერგვის შემდეგ, ჩვენგან დამოუკიდებლად მუშაობის დროს კომპანიები სარგებლობენ დისტანციური მხარდაჭერის მომსახურებით. ეს არის სერვისი, რომლის დროსაც საჭიროების შემთხვევაში უკავშირდებით ჩვენი სპეციალისტების გუნდს და მიმართავთ მათ პროგრამასთან დაკავშირებული შეკითხვებით, რათა არ შეფერხდეს ყოველდღიური პროცესების მიმდინარეობა.

აღნიშნული მომსახურების გაწევა ხორციელდება კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, რათა კომუნიკაცია წარიმართოს მაქსიმალურად ოპერატიულად და კომფორტულად ორივე მხარისთვის, ასევე დისტანციურად იქნას შესაძლებელი პროგრამასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის მოგვარება.