პორტუგალიაში Nexia-ს საერთაშორისო კონფერენციები გაიმართა

Nexia

პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში, 𝐍𝐞𝐱𝐢𝐚-ს 𝐓𝐀𝐗 და 𝐄𝐌𝐄𝐀 საერთაშორისო კონფერენციები გაიმართა, რომლებშიც 𝐍𝐞𝐱𝐢𝐚-ს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქსელის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულ ღონისძიებებს საქართველოდან 𝐍𝐞𝐱𝐢𝐚 𝐓𝐀-ის მმართველი პარტნიორები – გელა მღებრიშვილი, ბორის მეგრელიშვილი, დავით ლომიძე, და დავით მამრიკიშვილი ესწრებოდნენ.

𝐄𝐌𝐄𝐀-ს (Europe, Middle East, Africa) კონფერენციაზე განხილული იყო ბრენდისა და ახალი შესაძლებლობების ზრდის სტრატეგიები. 𝐍𝐞𝐱𝐢𝐚-ს საგადასახადო კონფერენციამ კი, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ტრადიციულად, გააერთიანა გლობალური ქსელის პროფესიონალები.

„მოხარული ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მასშტაბურ კონფერენციებში, რომლებმაც პანდემიის შემდეგ, კვლავ შეკრიბა ჩვენი გუნდის პროფესიონალები მთელი მსოფლიოდან. საერთაშორისო ქსელის წევრობა გაძლევს იმის საშუალებას, რომ მსოფლიოს დაუახლოვდე, – ყველა ქვეყანაში გყავდეს მეგობრები და კოლეგები, რომლებთანაც შეძლებ გამოცდილების, რჩევებისა და იდეების გაზიარებას და რომლებიც დაგეხმარებიან შენი ბიზნესისა თუ ბიზნესგადაწყვეტილებების განვითარებაში. ჩვენთვის, როგორც 𝐍𝐞𝐱𝐢𝐚-ს არაპირდაპირი გადასახადების (Indirect Tax Group) ჯგუფის წევრებისთვის, აღნიშნული კონფერენციების კიდევ ერთი, საინტერესო ნაწილი იყო ევროპული სასამართლოს (ECJ – European Court of Justice) კონკრეტული ქეისების და გადაწყვეტილებების განხილვა, რაც ქართულ პრაქტიკაში, დღგ-ს ახალი ცვლილებებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია. მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ბრენდისთვის, არამედ ჩვენი კლიენტი კომპანიებისთვის. მადლობა 𝐍𝐞𝐱𝐢𝐚 𝐈𝐧𝐭𝐞𝐫𝐧𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐚𝐥-ის გუნდს ამ შესაძლებლობისთვის“ – 𝐍𝐞𝐱𝐢𝐚 𝐓𝐀-ის მმართველი პარტნიორი, დავით მამრიკიშვილი.