ნექსია თიეი-ს მმართველი პარტნიორები ნექსია ინთერნეიშენალისა და ქსელის ჩინეთის ოფისის ერთობლივ ფორუმს დაესწრნენ, რომელიც ჩინეთის ქალაქებში, ბეიჯინგსა და ნანჯინგში ჩატარდა. ფორუმი მიეძღვნა ჩინეთის ბაზარზე ნექსიას ქსელის გაძლიერებას, რა მიზნითაც ხელი მოეწერა მემორანდუმს სათაო ოფისსა და ჩინეთის ახალი ოფისის წარმომადგნლებს შორის. ფორუმზე ასევე განიხილებოდა ჩინური კომპანიების ინვესტიციები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში.
საქართველოს გარდა ევროპიდან კონფერენციაზე მიწვევეულები იყვნენ მხოლოდ გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ოფისები.
ფორუმზე ნექსია თიეის მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი ჩინელი ინვესტორების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა. ბატონმა გელამ ისაუბრა ნექსია თიეის წარმატებებისა და სწრაფი განვითარების შესახებ, ასევე საქართველოს ბიზნეს გარემოსა და არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე. პარტნიორებმა პირად შეხვედრებში ჩინელ ინვესტორებთან კონკრეტული საინვესტიციო პროექტებიც განიხილეს, რამაც მათში დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ნექსია თიეის მმათველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი: „მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება ჩინელ ინვესტორებთან გვესაუბრა საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ და წარმოგვეჩინა საქართველო, როგორც ეკონომიკურად სწრაფად მზარდი, საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობების მქონე ქვეყანა. ინვესტორები დაინტერესდნენ სამშენებლო, მეღვინეობის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებებით, რაზეც ამჟამადაც გრძელდება მოლაპარაკებები.”
ნექსია თიეის მმართველი პარტნიორი დავით ლომიძე: “ფორუმზე შევხდით ნექსიას სათაო ოფისის წარმომადგენლებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ნექსია თიეის ბოლო დროინდელი მიღწევების მნიშვნელობას საერთაშორისო ასპარეზზე. სათაო ოფისი ყოველთვის აღნიშნავს რომ ნექსია თიეი ქსელის მსოფლიოს გარშემო არსებულ 650 ოფისს შორის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია, რაც ჩვენთვის ერთგვარი სამოქმედო მოტივატორია, რომ კვლავ გადავაჭარბოთ მათ ისედაც დიდ მოლოდინებს კომპანიის მიმართ.”
ნექსია თიეის მმართველი პარტნიორი ბორის მეგრელიშვილი: “როგორც უკვე აღინიშნა, ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე ჩინური ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენ გვსურს წვლილი შევიტანოთ საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ეკონომიკის გაძლიერებაში, რის გამოც ოქტომბრის ბოლოს კვლავ მივდივართ ჩინეთში, ქალაქ გუანჯოში, რათა ჩვენი ადგილობრივი ოფისის დახმარებით, ვაწარმოოთ უკვე კონკრეტული მოლაპარაკებები სხვადასხვა პროექტებზე და მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები საქართველოში.”