Nexia International – საბუღალტრო და საკონსულტაციო კომპანიების დამოუკიდებელი ქსელი, მსოფლიოს 125 ქვეყანაში 650-ზე მეტ ოფისს აერთიანებს. იყო ნექსიას წევრი ნიშნავს დანერგო საერთაშორისო სტანდარტები და მუდმივად ზრუნავდე ხარისხის შენარჩუნებასა და კომპანიის განვითარებაზე. ამ გამოწვევებს Nexia TA ქსელში გაწევრიანების დღიდან გადაჭარბებით უმკლავდება, რასაც 2017 წელს განხორციელებული პროექტები, მიღებული ჯილდოები და კონკრეტული ციფრებიც ადასტურებს.
Nexia TA Nexia International-ს 2014 წლიდან წარმოადგენს საქართველოში. კომპანია სწრაფი ტემპით ვითარდება, თუმცა 2017 წელი გამორჩეულად წარმატებული იყო ნექსიას ქართული ოფისისთვის. რეკორდულად მაღალი – 170 %-იანი ზრდა ერთ წელიწადში – ეს ციფრი კომპანიამ წლის ბოლოს დააფიქსირა და თავის მხრივ ახალი, მნიშვნელოვანი მიმართულებების დანერგვას, 300-ზე მეტ პარტნიორ/მეგობარ კომპანიასთან წარმატებულ თანამშრომლობასა და საერთაშორისო და რეგიონულ რეიტინგებში დაწინაურებას გულისხმობს.
2017 წელს ხელი მოეწერა Nexia TA-სა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას შორის მემორანდუმს, სადაც საკმაოდ ძლიერი კონკურენციის მიუხედავად, ხმათა უმრავლესობით Nexia TA-მ გაიმარჯვა. ნექსიამ გაიმარჯვა ასევე დისტრიბუტორთა ასოციაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსშიც და დღეს უკვე აქტიურად თანამშრომლობს როგორც ასოციაციებთან, ასევე მათ წევრ კომპანიებთან.
უმნიშვნელოვანესი იყო ნექსიას აღიარება საერთაშორისო მასშტაბითაც – Nexia International-მა ქართულ ოფისს „წლის კომპანიის“ ტიტული მიანიჭა, რომელიც ქსელის 650 ოფისიდან წელიდადში მხოლოდ ერთს გადაეცემა. კრიტერიუმები კი, რითაც შერჩეული კომპანია ფასდება საკმაოდ კომპლექსური და რთულია. თუმცა ძირითადი ფაქტორი შერჩევისას მაინც ის ხარისხია, რომელსაც კომპანია დამკვეთებს სთავაზობს. 2017 წლის ბოლოს ნექსიამ წარმატებით გაიარა ლონდონის სათაო ოფისიდან კონტროლი, რაც ნიშნავს, რომ მენეჯმენტის მიზანი მიღწეულია და ნექსია თიეი-ს საქართველოში საუკეთესო სერვისის შეუძლია მომხმარებლისათვის.
კომპანია სწრაფად იზრდება საბუღალტრო მიმართულებითაც, სადაც უკვე ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია საქართველოს ბაზარზე. წარმატებული აღმოჩნდა ახალი მიმართულების – ტრანსფერ ფრაისინგის დანერგვაც, რომელიც კონკურენტულ უპირატესობადაც კი იქცა ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით. Nexia TA-მ სწორედ სატრანსფერო ფასწარმოქმნის პრინციპების შესახებ უმასპინძლა 2017 წელს მასშტაბურ კონფერენციას, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ნექსიას გერმანიისა და იტალიის ოფისების წარმომადგენლები, ხოლო კონფერენციის მიზანი პროდუქტის პოპულარიზაცია იყო. ნექსიამ გამოსცა დასაბერგი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის შესახებ სამოქმედო გეგმა ე.წ. BEPS-ის საინფორმაციო ბროშურის ქართული, შინაარსობრივი თარგმანი, რომელიც საქართველოში პირველად დაიბეჭდა და კომპანია დაინტერესებულ პირებზე რაღა თქმა უნდა უსასყიდლოდ ავრცელებს.
მნიშვნელოვანია, რომ ნექსიას ქსელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ძლიერდება. ხოლო მისი წევრი კომპანიები უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში სთავაზობენ დამკვეთებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას აუდიტორული, ბუღალტრული, იურიდიული და საკონსულტაციო მიმართულებებით. წელს ქსელის საერთაშორისო შემოსავალმა 3,62 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც თავის მხრივ 13 %-იან ზრდას გულისხმობს. ხოლო Nexia საერთაშორისო საბუღალტრო ბიულეტინის (IAB) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით ტოპ ათეულში ერთი ადგილით დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ Nexia ერთადერთი ქსელია, რომელმაც რეიტინგში პოზიცია შეიცვალა, ტოპ ათეულში პოზიციის ცვლილება კი საკმაოდ რთული პროცესია და ქსელში გაწევრიანებული თითოეული ოფისისგან განსაკუთრებულ ძალისხმევას და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ასეთი ძლიერი კონკურენციის ფარგლებში ქართული ოფისისთვის მინიჭებული ტიტული – „წლის კომპანია“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ნექსია თიეი-ს მმართველმა პარტნიორებმა 2017 წელი შეაჯამეს და ხაზი გაუსვეს იმ მიმართულებებს, რომლებზეც უკვე აქტიურად მუშაობენ:
„2017 წელს მიღწეულმა წარმატებებმა საფუძველი მოგვცა დაგვესახა კიდევ უფრო მასშტაბური მიზნები 2018-ისთვის. პრიორიტეტებად გვაქვს ახალი სერვისების დანერგვა, როგორიც არის მაგალითად საკონსულტაციო, იგივე Advisory ხაზი. ეს არის მიმართულება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ძალიან სწრაფად ვითარდება და ვფიქრობთ, რომ ქართული ბიზნეს სექტორისთვისაც მნიშვნელოვანი სარგებელის მოტანა შეუძლია. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ, განვახორციელეთ საკმაოდ საინტერესო პროექტები, კონკრეტული სერვისებისა და ახლო მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ კი მედიას მალე მივაწვდით უფრო ვრცელ ინფორმაციას.“ – გვესაუბრება ნექსია თიეი-ს მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი.
„შემდეგი მიმართულება, რომელზეც 2018 წელს ვაპირებთ აქცენტის გაკეთებას არის Nexia აკადემია, რომელიც 2016 წლიდან უკვე წარმატებით ფუნქციონირებს. თუმცა მიმდინარე წელს ტრენინგ-ცენტრს დაემატა ახალი სასწავლო კურსები მსმენელებისთვის არჩევანის მრავალფეროვნების შესათავაზებლად. აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ ჩვენს აკადემიაში ტრენინგებს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალი ტრენერები უძღვებიან, ხოლო სასწავლო კურსები მაქსიმალურად მორგებულია მონაწილეების საჭიროებებზე და ითვალისწინებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას.“ – აცხადებს ნექსია თიეი-ს მმართველი პარტნიორი დავით ლომიძე.
ნექსია თიეი-ს მმართველი პარტნიორი ბორის მეგრელიშვილი კი კომპანიის მთავარ გამოწვევაზე საუბრობს: „ჩვენ დღეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, როგორც სათაო ოფისის, ასევე ჩვენი კლიენტების წინაშე. ხოლო დასახული გეგმები საბოლოოდ მიმართულია ერთი განსაკუთრებული მიზნისკენ – სამივე მმართველი პარტნიორი მაქსიმალურად მოწადინებულები ვართ, რომ შევძლოთ ის რაც ჯერ ვერ მოახერხა Nexia International-ის ქსელის ვერც ერთმა კომპანიამ – ჩვენ მიზნად დავისახეთ 2018 წელსაც გავხდეთ ლიდერები ზრდის ტემპის მაჩვენებლით, განხორციელებული წარმატებული პროექტებით, საუკეთესო ხარისხის შეთავაზებით და კვლავ მივიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ტიტული – „Nexia International-ის 2018 წლის კომპანია““.