დისკუსია იმაზე, პროცესი უფრო მნიშვნელოვანია თუ შედეგი მუდმივად მიმდინარეობს, თითოეულის საწინააღმდეგოდ თუ სასარგებლოდ უამრავი არგუმენტი არსებობს და მტკიცებაც დაუსრულებლად გრძელდება.
Nexia TA-მ თავისი კამპანია „თიზინგით“ დაიწყო და დასვა კითხვა „პროცესი უფრო მნიშვნელოვანია თუ შედეგი“, რასაც დიდი გამოხმაურება და უამრავი კომენტარი მოჰყვა. ერთ-ერთი კომენტარი ასეთი იყო – ადამიანებს, როცა რაღაც აქვთ დასამტკიცებელი და ჯერ კიდევ მისაღწევი, შედეგზე არიან ორიენტირებულნი, ხოლო ისინი – ვინც მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს, პროცესზე აკეთებენ აქცენტირებას. კომპანიის შემთხვევაშიც ასეა, მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რამეს ანიჭებს მენეჯმენტი მნიშვნელობას.
დღეს Nexia TA-ში „პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი“. ეს მესიჯი თანაბრად მიემართება ყველა დაინტერესებულ მხარეს, დასაქმებულ ადამიანებს, პოტენციურ თანამშრომლებს, არსებულ თუ მომავალ კლიენტებს და ჰპირდება მათ ურთიერთობის გზას/პროცესს, რომელიც მრავალფეროვანი, საინტერესო, განმავითარებელი იქნება.
კომპანია შიგნიდან ყოველთვის გამოირჩეოდა სამუშაო პროცესით, გუნდის ენერგეტიკით, დინამიკით, ერთიანობით, თუმცა პანდემიის კრიზისულმა პერიოდმა პროცესის მნიშვნელოვნება განსაკუთრებით საგრძნობი გახდა, შინაარსიც კი შეუცვალა და საქმიანთან ერთად, სასიცოცხლო საკითხად აქცია. ის თუ როგორ, რამდენად ღირსეულად, ვისთან ერთად გაივლი მას, მნიშვნელოვან წილად განაპირობებს კომპანიისა და ადამიანების მომავალს.
Nexia TA-მ თავის გუნდსა და კლიენტ კომპანიებთან ერთად ეფექტურად, დანაკარგების გარეშე გადალახა პანდემიური სირთულეები. კრიზისის საწყის ეტაპზევე დაგეგმა მნიშვნელოვანი აქტივობები, წამოიწყო კამპანია MOVE ON GEORGIA, რომლის ირგვლივაც გააერთიანა თავისი გუნდი და ყოველდღიურ, მხარდამჭერ, საკონსულტაციო თუ სხვა ტიპის საქმიანობაში ჩაერთო კლიენტებისა და სტარტაპერი კომპანიებისთვის, რომ მათთვის ნაკლები ნეგატიური შედეგების მომტანი გამხდარიყო კოვიდ-პანდემიური სიტუაცია.
დღეს კომპანია გამოწვევების ახლებურად გადაწყვეტას, ახალ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს პარტნიორებს მათი უფრო მეტი ჩართულობითა და მონაწილეობით.
სარეკლამო კამპანიაში სანდოობისა და საიმედოობის მეტაფორად ჩაფხუტია გამოყენებული, ამით კომპანიას სურს თქვას, რომ ის „სანდო მეგობარია“, რომელთან ერთადაც გზაც/პროცესიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი.