მიმდინარე წლის 30 ივნისს, ინფრასტრუქტურის, მშენებელთა ასოციაციაციისა და აუდიტორული კომპანია “Nexia TA”-ს ორგანიზებით, სპეციალურად სამშენებლო სექტორისთვის ჩატარდა სემინარი თემაზე „მენეჯმენტის ფინანსური გადაწყვეტილებები სამშენებლო სექტორში“.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრების ერთობლივი გადაწყვეტილებით, მსოფლიო ათეულში შემავალ საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებიდან, ასოციაციის წევრებისთვის წარდგენილი სპეციალური შეთავაზების საფუძველზე, წევრი კომპანიებისთვის შესაბამისი სერვისის გასაწევად არჩეულ იქნა “Nexia TA”.
აღსანიშნავია, რომ აუდიტორული კომპანია “Nexia TA” გახდა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ასოცირებული წევრი.
სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, სამშენებლო სექტორის წარმომადგენელთათვის ბორჯომში, სასტუმრო RIXOS-ში, გაიმართა ერთობლივი ღონისძიება, სადაც კომპანია “Nexia TA” წარადგინა მმართველმა პარტნიორმა დავით ლომიძემ. ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხები, კერძოდ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონით დაწესებული რეგულაციები და მათი გავლენა ბიზნესზე – Nexia TA -ს ფინანსური აუდიტის მენეჯერი სოფო ღუდუშაური და ბორის მეგრელიშვილი – მმართველი პარტნიორი.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში Nexia TA-ს მმართველმა პარტნიორმა გელა მღებრიშვილმა ბიზნესმენებს გააცნო მოგების გადასახადის „ესტონური მოდელის“ ძირითადი პრინციპები და პრობლემები. ასევე დაგეგმილი ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში. სემინარზე წარმოდგენილი საკითხების აქტუალურობიდან გამომდინარე გამართული დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მოხდა ასოციაციის ახალი წევრებისა და პარტნიორების წარდგენა.
სემინარის ფარგლებში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ბატონმა იური დოლიძემ ბიზნესმენებს წარუდგინა პრეზენტაცია – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმა საქართველოში“. აღნიშნული რეფორმა ემსახურება საქართველოში ფინანსური აღრიცხვის მოწესრიგებას და საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლას, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნას.
ასოციაციასა და“Nexia TA“-ს თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება მუდმივად ჩატარდეს სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთათვის მსგავსი ღონისძიებები სექტორისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე.