იურიდიული მომსახურება

Nexia TA-ს იურიდიული მიმართულების პროფესიონალთა ჯგუფი გამოირჩევა სხვადასხვა იურისდიქციის კლიენტებთან მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილებით. სწრაფად ცვალებად საკანონმდებლო გარემოში ბიზნეს რისკების თავიდან ასაცილებლად და თქვენი კომპანიის ყველა ინტერესის გასათვალისწინებლად ჩვენი იურისტები მჭიდროდ თანამშრომლობენ Nexia TA-ს აუდიტორებთან, საგადასახადო მრჩევლებთან და ბიზნეს კონსულტანტებთან.

ჩვენი გამოცდილი და ორგანიზებული იურისტების ჯგუფი ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

  • პროფესიული ქცევის პრინციპების ერთგულება, კლიენტის საკითხების კონფიდენციალურობა და ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა;
  • ინდუსტრიის და საქმიანობის სიღრმისეული შესწავლა, რომელშიც ჩვენი კლიენტი კომპანიები ოპერირებენ კონკრეტული ბიზნეს მიზნების მიღწევის ხელშეწყობისთვის;
  • კლიენტების ინტერესების წარმოდგენა ფაქტობრივი საკითხების აქტიური ანალიზით, ასევე ექსპერტების მუშაობის კოორდინაციით კლიენტებთან დაკავშირებულ სხვადასხვა შემთხვევებში;
  • გუნდური მუშაობა, ინოვაციური მიდგომა, კომფორტული გარემო და საეთაშორისო კლასის სამართლებრივი დახმარება უზრუნვეყოფს ჩვენ წარმატებას ქართულ სამართლებტივ სივრცეში.
მაღლა