აუდიტი

განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ყველა ბიზნესი დგება გარკვეული რისკის წინაშე, Nexia International-ის წევრი ფირმები უზრუნველყოფენ სწორედ ისეთ აუდიტორულ და მარწმუნებელ მომსახურებებს, რომლიც შექმნილია ყველა ტიპის რისკის იდენტიფიცირების, მართვისა და რეაგირებისთვის. ამას აკეთებენ მრავალწლიანი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების სინთეზით.

აუდიტორული და მარწმუნებელი სერვისები მიზნად ისახავს ფინანსური მეთოდებით კონტროლის მეშვეობით რისკების ამოცნობას და მათ მინიმუმამდე დაყვანას, სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების სანდოობის ანალიზსა და მონაცემების სიზუსტის იდენტიფიცირებას, რაც საშუალებას აძლევს ამ ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელს სწორი დასკვნები გამოიტანოს ბიზნესის შედეგების, ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. მომსახურება მოიცავს, როგორც სააღრიცხვო (ფინანსური) ანგარიშგების სანდოობის დადასტურებას, ასევე სუბიექტის საქმიანობის შეფასებას და შემდგომი ეფექტური საქმიანობის გასაგრძელებლად საჭირო პოლიტიკის და პროცედურების შემუშავებას.

Nexia TA-ს აუდიტორები ფლობენ აუდიტის სტანდარტების განვითარებაზე უახლესს ინფორმაციას და მათ მიერ განხოციელებული აუდიტორული სამუშაოები ემყარება შესაბამისი იურისდიქციების მარეგულირებელ მოთხოვნებს.

მაღლა