ჩვენ შესახებ

Nexia TA

ჩვენ საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენლები ვართ საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.  

ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას და მაღალხარისხიან მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია ეფექტურ ადგილობრივ და გლობალურ გადაწყვეტილებებზე. ჩვენი გუნდი კლიენტ კომპანიებს მხარს უჭერს და ეხმარება მიიღონ მნიშვნელოვანი და შედეგიანი გადაწყვეტილებები ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: აუდიტი, გადასახადები, ბუღალტერია, კონსალტინგი, იურიდიული მომსახურება, ციფრული ტექნოლოგიები და ლიცენზირებული პროგრამები.

კომპანია საქართველოში აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს, 500-მდე კლიენტს, 150-მდე სტუდენტსა და მოხალისეს, რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს  კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA -ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

  • 2017 წელს კომპანიამ Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტზე, მსოფლიოს 115-ზე მეტი ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის მიიღო ტიტული – „წლის კომპანია“.
  • Nexia TA გახდა საქართველოდან ერთადერთი კომპანია აუდიტორულ სფეროში, რომელმაც #1 საბუღალტრო გამოცემის, IAB-ის ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში – Accounting Capacity Building Champion 2018.
  • Nexia TA გახდა 2019 წელს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2019-ის გამარჯვებული კატეგორიაში “პასუხისმგებელი დამსაქმებელი”.

ჩვენ ყოველთვის ახლოს ვართ თქვენთან,

ჩვენთან პროცესიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი.