პირველად კავკასიაში!
SDSC და Nexia TA Academy წარმოგიდგენთ IEMA-ს სადიპლომო კურსს მდგრადი ბიზნესის წარმოებაში. IEMA-ს სადიპლომო კურსს გაუძღვება Make UK, ერთადერთი აკრედიტებული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს IEMA-ს ამ კურსის ჩატარების უფლება. აქამდე IEMA-ს სადიპლომო კურსები მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში Make UK-ს სასწავლო ცენტრებში იყო ხელმისაწვდომი. 2019 წლის შემოდგომიდან კი კურსი ხელმისაწვდომია თბილისში.
სადიპლომო კურსი განკუთვნილია, მენეჯერებისთვის, მრჩევლებისთვის, კონსულტანტებისთვის, ექსპერტებისთვის და სხვა სპეციალისტებისათვის, რომლებიც დასაქმებული არიან გარემოს დაცვის და მდგრადი განვთარების სფეროში და რომლთაც სურთ შეიძინონ სტრატეგიული ცოდნა და უნარები.
კურსი მოიცავს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხების ფართო სპექტრს, როგორებიცაა გარემოს დაცვითი და სოციალური რისკების იდენტიფიცირება, შედეგების გაუმჯობესებისკენ მიმართული სტრატეგიები და პიროვნული როლი ცვლილების ინიცირების და მართვის კუთხით.
პროგრამა საშუალებას აძლევს მონაწილეებს მიიღონ ცოდნა, რომელიც დაეხმარება მათ IEMA-ს (MIEMA) სრული წევრობისა და დიპლომირებული გარემოს დამცველის (CEnv) სტატუსის მისაღებად. კურსი მოიცავს სამ ერთ კვირიან მოდულს (ჯამში 15 დღე ერთი წლის განმავლობაში), ერთი მოდული კვარტალში და დიპლომის მიღება შესაძლებელია ერთი წლის ვადაში.
პროგრამა გამიზნულია:
საშუალო და მაღალ პოზიციებზე დასაქმებული ლიდერებისათვის, რომლებიც დასაქმებული არიან კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, სამთავრობო სტრუქტურებში გარემოს დაცვის, სოციალური, მარეგულირებელ ორგანოებთან ურერთიერთობის, მდგრადი განვითარების, სოციალური პაუსხმგებლობის, ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლის, განათლების კუთხით და აქვთ სათანადო პოზიცია, რომ ინიცირება მოახდინონ და განახორციელონ მდგრადი ბიზნესის გავითარების კუთხით ცვლილებები საკუთარ ორგანიზაციებში.