Nexia International – საბუღალტრო და საკონსულტაციო კომპანიების დამოუკიდებელი ქსელი საერთაშორისო საბუღალტრო ბიულეტინის (IAB) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით ტოპ ათეულში ერთი ადგილით დაწინაურდა.
IAB-ის თითოეული ანგარიში მსოფლიოს წამყვან და განვითარებადი ქვეყნების საბუღალტრო ინდუსტრიების ექსკლუზიურ კვლევას ეყრდნობა, რომელსაც ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს. აღნიშნული კვლევა მიმოიხილავს საბუღალტრო ინდუსტრიაში მომუშავე ყველაზე მასშტაბური ქსელების წევრი კომპანიების მიმდინარე მონაცემებსა და მათ ისტორიულ განვითარებას, რათა მაქსიმალურად ყოვლისმომცველი ანგარიში შესთავაზოს დაინტერესებულ მხარეებს. რეიტინგში დაწინაურება კი დასტურია Nexia-ს სწორი სტრატეგიის, პროფესიონალიზმისა და თითოეული წევრი კომპანიის თავდაუზოგავი შრომისა, რამაც ქსელის განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ზრდა და ასეთი წარმატება განაპირობა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს Nexia-ს საერთო შემოსავალი 13 %-ით გაიზარდა და 3.62 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.
“ნექსია თიეი, როგორც ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სრულად იზიარებს Nexia-ს ღირებულებებსა და ქსელის 115 ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისთან ერთად ქმნის დამკვეთზე ფოკუსირებულ მაღალი ხარისხის სერვისს. აღსანიშნავია, რომ ნექსია თიეი Nexia-ს ერთ-ერთი გამორჩეული წევრია მსოფლიოს მასშტაბით თავისი პროფესიონალიზმით, აქტივობებითა და სტრატეგიული გეგმის საუკეთესო შესრულებით. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოფისი სულ რაღაც 4 წლის წინ შეუერთდა ქსელს, 2017-ში კომპანიამ Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტზე წლის კომპანიის ტიტული მიიღო. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად წლის საუკეთესო კომპანიის ჯილდოს ქსელის მხოლოდ ერთი კომპანია იღებს და 2017 წელს არჩევანი საქართველოზე გაკეთდა“, – განმარტავენ კომპანიაში.
როგორც ნექსია თიეი-ს მმართველი პარტნიორები აცხადებენ 2018 წლის წარმატებული დასაწყისი ერთგვარი შეჯამება და შედეგია ქსელის წევრი კომპანიების თავდაუზოგავი შრომისა, ხოლო ტიტული, რომელმაც ნექსია თიეი გამოარჩია, გუნდს მოტივაციას მატებს, რომ დაისახოს და განახორციელოს ახალი და კიდევ უფრო მასშტაბური მიზნები მიმდინარე წლისათვის.