ნექსია თიეი – საუკეთესო საერთაშორისო თანამშრომლობის მაგალითი

ივნისში, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ნექსია თიეის პარტნიორი კომპანიის „Staria”-ს ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საბუღალტრო პროგრამის „Net Suite”-ს პრეზენტაციას ისახავდა მიზნად. კონფერენციას 100-მდე კომპანიის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენელი, ხოლო საქართველოდან ნექსია თიეის ბუღალტერიის მიმართულების მენეჯერი, ბატონი დავით ბოჭორიშვილი ესწრებოდა. დავით ბოჭორიშვილი კონფერენციის მონაწილეების წინაშე საქართველოსა და ნექსია თიეის შესახებ მომზადებული...

ნექსია თიეიმ საქართველოს ჭადრაკის პირველ კორპორატიულ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა

2018 წლის 23-24 ივნისს სასტუმრო „იოტაში“ (თბილისი, ლერმონტოვის ქ.№10) ჭადრაკში საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჩატარდა. მასში 21 ბიზნესორგანიზაციის 22 გუნდი მონაწილეობდა. გუნდები ოთხი ძირითადი და ერთი სათადარიგო მოთამაშისგან შედგებოდა. ჩემპიონატში ჯამში ითამაშა 103-მა მოჭადრაკემ, აქედან 13 საერთაშორისო დიდოსტატი იყო, 14 - საერთაშორისო ოსტატი და 3 - ფიდეს ოსტატი. ჩემპიონატის საპატიო...

Nexia International-ის ევროპის 2019 წლის კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს!

8-9 ივნისს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა ნექსია ინთერნეშენალის ევროპის 2018 წლის კონფერენცია, რომელიც ქსელის წევრ ოფისებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ახალი პარტნიორული ურთერთობების ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. ქსელის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ კონფერენციის მონაწილეებისათვის გაეზიარებინათ მათთვის საინტერესო თემების შესახებ ინფორმაცია. „საქართველოდან აღნიშნულ ღონისძიებას ნექსია თიეის მმართველი პარტნიორი ბატონი დავით ლომიძე ესწრებოდა,...

ნექსია თიეისა და DWV-ს ერთობლივი ღონისძიება თემით: სატრანსფერო ფასწარმოქმნა

ნექსია თიეიმ გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან (DWV) ერთად უმასპინძლა შეხვედრას სასტუმრო „იოტაში“ თემით: სატრანსფერო ფასწარმოქმნის ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკა. შეხვედრაზე ნექსია თიეი-ს მმართველმა პარტნიორმა და ნექსია თიეი აკადემიის ტრენერმა ბატონმა გელა მღებრიშვილმა ისაუბრა სატრანსფერო ფასწარმოქმნის პრინციპებზე, საქართველოში დამკვიდრებულ რეგულაციებზე და შემოსავლების სამსახურის მიდგომებზე. ხოლო, ბატონი ბენო ლანგე, ნექსია ინთერნეიშენალის წევრი გერმანული კომპანიის...

ნექსია თიეი აკადემიამ GDBA-სთან ერთად ასოციაციის წევრებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება

23 მაისს, ნექსია თიეი აკადემიამ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ასოციაციის წევრებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება", ტრენინგს უძღვებოდნენ აკადემიის ტრენერები დავით მამრიკიშვილი და გელა მღებრიშვილი. შეხვედრაზე მსმენელებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და გაიზიარეს ნექსია თიეის ექსპერტებისგან პრაქტიკული გამოცდილება ზემოაღნიშნულ თემაზე, ხოლო ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ნექსია თიეი აკადემიის...