აუდიტის ხარისხის კონტროლის მიმართულების პარტნიორი
- giorgi.samkharadze@nexia.ge
გიორგი სამხარაძე
11 წლიანი გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, სხვა მარწმუნებელი მომსახურებისა და აუდიტის ხარისხის კონტროლის მიმართულებით.
2010 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო აუდიტორულ ფირმაში, როგორც თბილისის ოფისში, ასევე ბაქოში, ლუქსემბურგსა და ლონდონში.
გიორგის ხელმძღვანელობით შესრულებულია მსხვილი და კომპლექსური პროექტები, მათ შორის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ისეთი ჯგუფებისთვის, რომელთა შვილობილი კომპანიები მდებარეობენ და ოპერირებენ სხვადასხვა კონტინენტებზე.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს კლიენტთა სექტორების ფართო სპექტრს, როგორიცაა მაგალითად: ფინანსები, მშენებლობა, წარმოება, ტელეკომუნიკაცია, ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, უძრავი ქონებისა და კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდები. ხოლო კლიენტთა ფინანსური ანგარიშგების საფუძველი IFRS-ის გარდა ასევე მოიცავს US GAAP-ს, UK GAAP-სა და Lux GAAP-ს.
მარწმუნებელი მომსახურებისა და აუდიტის ხარისხის კონტროლის გარდა გიორგის ასევე აქვს პრაქტიკული გამოცდილება საკონსულტაციო მომსახურებაში რისკების მართვის დახვეწის მიმართულებით.