მმართველი პარტნიორი/დირექტორი
- gela.mghebrishvili@nexia.ge
გელა მღებრიშვილი
გელა მღებრიშვილი “ნექსია საქართველოს” მმართველი პარტნიორია, 2017 წლიდან.
გელას გადასახადების, ფინანსების და აუდიტის მიმართულებით მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. არის ეკონომიკის მაგისტრი და მოწვეული ლექტორი თავისუფალ უნივერსიტეტში, ასევე, მოქმედი ტრენერი ფინანსებისა და საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით, მათ შორის Nexia Georgia Academy-ში. 2015 წელს იყო ტრენერ-ექსპერტი USAID მმართველობა განვითარებისთვის (G4G) პროექტში “Capacity Building Training on Tax Policy Issues”.
მიღებული აქვს არაერთი პროფესიული სერტიფიკატი მენეჯმენტისა და ფინანსების მიმართულებით, მათ შორის, 2011 წელს მიენიჭა აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ აუდიტორის ლიცენზია და არის “ნექსია საქართველოს” აუდიტის გარიგების პარტნიორი. გავლილი აქვს ACCA-ის საფეხურები მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის რეპორტინგის მიმართულებით.
𝐍𝐞𝐱𝐢𝐚-ში მის საქმიანობას არაერთი ახალი მიმართულების შექმნა და განვითარება უკავშირდება. გელას ხელმძღვანელობით, „ნექსია საქართველო“ ერთადერთი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიაა ათეულის რეიტინგიდან, რომელმაც SME სექტორშიც დაიწყო ოპერირება. SME ბიზნესისთვის შექმნილი პროექტით სტარტაპები, მცირე ზომის კომპანიები და ორგანიზაციები აქამდე მიუწვდომელ საერთაშორისო სერვისებსა და მაღალი დონის მომსახურებას მათზე მორგებული ბიუჯეტით იღებენ.
კომპანიაში, ასევე, გელას ინიციატივით შეიქმნა ბიზნეს-საკონსულტაციო მიმართულება, რომლითაც დღეს „ნექსია საქართველო“ ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა აუდიტორულ სფეროში.
20 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება გადასახადების, ფინანსების და აუდიტის მიმართულებით, როგორც საჯარო (შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტრო), ასევე კერძო სექტორის მსხვილ ორგანიზაციებში (საფინანსო, საბანკო, სამშენებლო, წარმოების, ვაჭრობისა და სხვა მიმართულებები) ხელმძღვანელ პოზიციებზე.
გელა ფლობს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს. 2015 წელს იყო ტრენერ-ექსპერტი USAID მმართველობა განვითარებისთვის (G4G) პროექტში “Capacity Building Training on Tax Policy Issues”.
გელა არის მოწვეული ლექტორი თავისუფალ უნივერსიტეტში, ასევე მოქმედი ტრენერი ფინანსების და საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით.
2017 წლიდან არის Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი და, ამავდროულად, საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი.
მიღებული აქვს არაერთი პროფესიული სერტიფიკატი მენეჯმენტის და ფინანსების მიმართულებით, მათ შორის 2011 წელს მიენიჭა აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ აუდიტორის ლიცენზია, გავლილი აქვს ACCA (სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) საფეხურები მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის რეპორტინგის მიმართულებით.