SOLUTIONS
ERP სისტემა
ERP Standard წარმოადგენს 1C-ის უახლეს პლატფორმაზე არსებულ კომპლექსურ მზა გადაწყვეტილებას მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში მომუშავე კომპანიების ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვისთვის.
ERP Standard მოიცავს შემდეგ მოდულებს: შესყიდვები, საწყობი და მარაგები, წარმოება, გაყიდვები, პერსონალის მართვა და საკადრო აღრიცხვა, ფულადი სახსრები, ბუღალტერია, ფინანსური ანგარიშგებები, RS.ge-სა და ინტერნეტ ბანკებთან ინტეგრაცია.
პროგრამის მნიშვნელოვანი უპირატესობები:
- ერთდროულად რამდენიმე იურიდიული პირის აღრიცხვის საშუალება,
- სისტემაში აღრიცხვის წარმოება ნებისმიერ ვალუტაში,
- პროგრამის თანამედროვე ვებ ინტერფეისით ინფორმაციულ ბაზაზე წვდომის შესაძლებლობა ნებისმიერი წერტილიდან,
- გარე შესაერთებელ მოწყობილობებთან (შტრიხ-კოდ სკანერი, სალარო აპარატი, თერმული პრინტერი) ინტეგრაციის შესაძლებლობა,
- ინტერნეტ მაღაზიასთან ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა,
- დოკუმენტების სხვადასხვა ფორმატში ცენტრალიზებული შენახვა (ცხრილები, ტექსტური ფაილები, გამოსახულება, აუდიო, ვიდეო ფაილები და ა.შ.).
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.