განვითარებად ქვეყნებში დამწყები და მცირე ბიზნესები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგანან. სულ ახლახანს ამ საკითხზე SEDA-ს ანგარიშშიც (Small Enterprise Development Agency) გამახვილდა ყურადღება.
ბანკები და სხვა ინვესტორები ხშირად თავს იკავებენ დამწყები ბიზნესის დაფინანსებისაგან, რადგანაც ასეთ ბიზნესში ფულის დაბანდება სარისკო ინვესტიციად მიაჩნიათ.
განვითარებადი ეკონომიკა მაღალი რისკის შემცველი გარემოა, ამიტომ ინვესტორები უფრო მეტად ფრთხილობენ გადაწყვეტილების მიღებისას.
მცირე ბიზნესის მფლობელებს არასაკმარისი ფინანსური და მენეჯერული ცოდნის გამო უჭირთ ტრადიციული მეთოდებით საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირება. ბევრ დამწყებ მეწარმეს არასდროს ჩაუტარებია ბაზრის კვლევა, არ შეუდგენია ბიზნეს -გეგმა და არ წარუდგენია პოტენციური ინვესტორებისთვის.
შეზღუდული განვითარება
განვითარებად ქვეყნებში მცირე ბიზნესის ფლობა ხშირად არსებობის ერთადერთი წყარო, შესაბამისად მცირე ბიზნესის მფლობელები იშვიათად არიან ინოვაციური პროდუქტების შემქმნელი და სამეწარმეო სულისკვეთებით გამორჩეული ბიზნესმენები. უფრო ხშირად ისინი იმეორებენ არსებულ მოდელს, როგორიცაა სხვადასხვა სახეობის მაღაზიები, სერვისები და ა.შ.
ასეთი ტიპის ბიზნესებს ხშირად იწყებენ ინდივიდები, რომლებიც არ იყვნენ მათთვის სასურველი პირობებით დასაქმებულები, მაშინ როცა ინოვატორებს ამოძრავებთ არსებულ გამოწვევებზე ახალი გზების მოძიების სურვილი, ამასთანავე გამოცდილ კადრებს, განსაკუთრებით ფინანსებში, ბუღალტერიასა და გაყიდვების მიმართულებით ურჩევნიათ იმუშაონ უფრო დიდი მასშტაბების მქონე კომპანიებში, რომლებიც სთავაზობენ კარიერულ განვითარებასა და სტაბილურ სამსახურს, მაშინ როცა SME-ების სასიცოცხლო ციკლი როგორც წესი 3.5 წელზე ნაკლებია.
თუმცა რა თქმა უნდა არსებობს საშუალებები და რესურსები, რომელთა გამოყენებითაც მცირე ზომის კომპანიებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს.
მცირე ბიზნესზე დამოკიდებული პირების რაოდენობის ზრდა აიძულებს მთავრობებს, რომ შექმნან ახალი ბიზნესების ინკუბაციისთვის საჭირო პროგრამები. მცირე ბიზნესის მფლობელებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ აღნიშნული რესურსები და გრანტები, რომლებსაც მთავრობები სთავაზობენ ბიზნესებს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.
ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს აწარმოონ კონკურენტუნარიანი სერვისი, გაყიდონ პროდუქტი ინტერნეტის მეშვეობით როგორც ლოკალურად და ასევე გლობალურად.
ბუღალტერიის, ფინანსური და სხვა სერვისების აუთსორსინგი, რომელიც ხელმისაწვდომია მცირე ბიზნესებისთვის, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში.
საბოლოოდ მცირე და საშუალო ბიზნესებმა აუცილებელია ყურადღება გაამახვილონ პოტენციურ დამატებით ხარჯებს, წარმოქმნისთანავე გაუმკლავდნენ პრობლემებს და სწრაფად მოაგვარონ შეფერხებული პროცესები მესამე ინსტანციამდე მისვლამდე.
ნექსია თიეი-ს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მენეჯერი მაია აფციაური:
“თავდაპირველად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა განსხვავებაა მცირე ბიზნესსა და სტარტაპს შორის, მცირე ბიზნესის მიზანია შედარებით მცირე, თუმცა სტაბილური შემოსავლის მიღება გრძელვადიან პერსპექტივაში, მაშინ როცა სტარტაპი ორიენტირებულია ინოვაციური, განსხვავებული პროდუქტის შექმნაზე, რომელიც სწრაფად განვითარდება და მოკლევადიან პერსპექტივაში მოიტანს მზარდ შემოსავალს.
ნებისმიერ შემთხვევაში სამწუხარო რეალობაა, რომ ყოველწლიურად საქართველოში უამრავი სტარტაპი/მცირე ბიზნესი იწყებს საქმიანობას და მალევე ამთავრებს მას. მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გამოუცდელობა და შესაბამისი ცოდნის არქონაა. ბიზნესის წარმატებისათვის მხოლოდ კარგი იდეაა არაა საკმარისი, აუცილებელია ცოდ ნა ფინანსების, მარკეტინგის და ბიზნესის მართვის მიმართულებით. ვინაიდან ხშირ შემთხვევაში სტარპატერები ახალგაზრდა, შემოქმედი ადამიანები არიან, რომლებსაც აქვთ ფანტასტიური იდეები, თუმცა შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნიათ, ასე რომ მათი წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დროულად შეაფასებენ დახმარების აუცილებლობას და მიმართავენ პროფესიული დახმარების თხოვნით შესაბამის კომპანიებს.
ნექსია თიეი-ს აქვს სტარტაპერების მხარდაჭერის სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვცდილობთ აუცილებელი ცოდნა მოვაწოდოთ და დავაკვალიანოთ დამწყები ბიზნესმენები ბუღალტერიისა და ფინანსების მიმართულებით. ასევე პროგრამის ფარგლებში ვთავაზობთ ნექსია თიეი-ს საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურებას სიმბოლურ ღირებულებად.
მიმაჩნია, რომ წარმატებისთვის აუცილებელია სტარპატერებმა დროულად მოიძიონ ყველა ის რესურსი, რომელსაც სთავაზობს დღეს ბაზარი და გონივრულად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა.”