ვისთვის არის პროგრამა განკუთვნილი:
სადიპლომო კურსი განკუთვნილია მენეჯერებისთვის, მრჩევლებისთვის, კონსულტანტებისთვის, ექსპერტებისა და სხვა სპეციალისტებისათვის, რომლებიც დასაქმებული არიან გარემოს დაცვის და მდგრადი განვთარების სფეროში და რომელთაც სურთ შეიძინონ სტრატეგიული ცოდნა და უნარები.
კურსი მოიცავს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხების ფართო სპექტრს, როგორებიცაა გარემოს დაცვითი და სოციალური რისკების იდენტიფიცირება, შედეგების გაუმჯობესებისკენ მიმართული სტრატეგიები და პიროვნული როლი ცვლილების ინიცირების და მართვის კუთხით.
პროგრამა გამიზნულია საშუალო და მაღალ პოზიციებზე დასაქმებული ლიდერებისათვის, რომლებიც დასაქმებული არიან კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, სამთავრობო სტრუქტურებში გარემოს დაცვის, სოციალური, მარეგულირებელ ორგანოებთან ურერთიერთობის, მდგრადი განვითარების, სოციალური პაუსხმგებლობის, ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლის, განათლების კუთხით და აქვთ სათანადო პოზიცია, რომ ინიცირება მოახდინონ და განახორციელონ მდგრადი ბიზნესის გავითარების კუთხით ცვლილებები საკუთარ ორგანიზაციებში.
პროგრამა საშუალებას აძლევს მონაწილეებს მიიღონ ცოდნა, რომელიც დაეხმარება მათ IEMA-ს (MIEMA) სრული წევრობისა და დიპლომირებული გარემოს დამცველის (CEnv) სტატუსის მისაღებად. კურსი მოიცავს სამ ერთ კვირიან მოდულს (ჯამში 15 დღე ერთი წლის განმავლობაში), ერთი მოდული კვარტალში და დიპლომის მიღება შესაძლებელია ერთი წლის ვადაში.
ვინ გაუძღვება კურსს:
პროგრამას თბილისში გაუძღვება ჯეიმს ვაისი – მდგრადი განვითარების ხელმძღვანელი Make UK-ში და გრეგ ვარდი – პარტნიორი Global Safety Solutions Partner.
ჯეიმს ვაისი არის მდგრადი განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი. როგორც IEMA -ს (გარემოსდაცვითი მართვისა და შეფასების ინსტიტუტის) ეროვნული წევრი და პრივილეგირებული გარემოსდამცველი, ჯეიმსს გააჩნია გარემოსდაცვითი საქმიანობის 18 წლიანი გამოცდილება.
ჯეიმსი პასუხისმგებელია Make UK -ს აკრედიტებული გარემოსდაცვითი კურსების ჩატარებაზე და სათავეში ედგა სადიპლომო კურსის მდგრადი ბიზნესის წარმოებაში მომზადებას. სანამ Make UK -ს შეუერთდებოდა ჯეიმსი 20 წლის განმავლობაში წარმოადგენდა გარემოსდაცვით და მდგრადი განვითარების ხელმძღვანელს სხვადასხვა კომპანიაში და პასუხისმგებელი იყო საკანონმდებლო მოთხვონების შესრულებაზე, ნარჩენების შემცირებაზე და ანგარიშგებაზე საზედამხედველო ორგანოების მიმართ.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ კურსზე დასწრების მსურველები:
IEMA-ს დიპლომი მდგრადი ბიზნესის წარმოებაში წარმოადგენს მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული პროფესიული დონის კვალიფიკაციას (UK level 7).
წარმატებული კანდიტატები უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს IEMA-ს პირველი დონის წევრობა ან შესაბამისი კვალიფიკაცია (NEBOSH);
- განათლება გარემოსდაცვით ან მდგრადი განვითარების მიმართულებით.
- სამუშაო გამოცდილება HSEQ დისციპლინებში (ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, გარემოსდაცვა, ხარისხი) ან მდგრადი განვითარების კუთხით.
- წარმატებული კანდიდატი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. პროგრამაზე ჩარიცხვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება კანდიდატთან პირადი გასაუბრების შემდეგ.
4. კონკრეტულად რას შეისწავლიან IEMA-ს სადიპლომო კურსის მონაწილეები?
კურსი დაყოფილია სამ მოდულად:
მოდული 1: გარემოსდაცვითი საკითხების მართვა
- ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი კაპიტალი
- ბუნებრივი ციკლები
- გლობალური გარემოსდაცვითი საკითხები
- კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ადაპტაცია და ზემოქმედების შემცირება
- ნახშირბადის კვალი
- ენერგო უსაფრთხოება
- რესურსების (სასარგებლო წიაღისეული და სხვა რესურსები) უსაფრთხოება
- დეგრადირებული და მიტოვებული ობიექტები/ქონება
- წყალთან დაკავშირებული რისკები
მოდული 2: მდგრადობა ბიზნესისთვის
- მდგრადობის სოციალური ასპექტები
- მდგრადობის ბიზნეს მოდელი
- მდგრადობის კარგი მაგალითი
- მდგრადი შესყიდვები
- ეკო-დიზაინი
- ცირკულარული ეკონომიკა
- რესურსების ეფექტურობა/მართვის სისტემები
- გამჭვირვალობა და ანგარიშგება
მოდული 3: პერსონალური ეფექტურობა ცვლილებებისთვის
- ეთიკა და ლიდერობა
- კორპორატიული მართვა – სტრატეგიული რისკები
- ორგანიზაციის სტრუქტურა და კულტურა
- ცვლილებების მართვა
- კომუნიკაციის უნარები
- ფინანსური მოდელირება
- ეფექტური გუნდის ფორმირება
5. კურსის დასრულების შემდეგ რა უპირატესობები ექნებათ დელეგატებს?
კურსის წარმატებით დასრულების შედეგ დელეგატებს შეეძლებათ მიიღონ მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული IEMA-ს დიპლომი SBP კვალიფიკაციით (DipSBP). დიპლომი მაღალი დონის კვალიფიკაციის მაჩვენებელია პროფესიულ წრეებში.
პროგრამა საშუალებას აძლევს მონაწილეებს მიიღონ ცონდა, რომელიც დაეხმარება მათ IEMA-ს (MIEMA) სრული წევრობისა და დიპლომირებული გარემოს დამცველის (CEnv) სტატუსის მისაღებად.
დიპლომი იძლევა დასაქმების შესაძლებლობას მსოფლიო მასშტაბით.
- რატომ უნდა მსურდეს IEMA-ს წევრობა?
IEMA უდიდესი პროფესიული ორგანიზაციაა გარემოს დაცვითი პრაქტიკოსებისათვის გაერთიანებულ სამეფოსა და მსოფლიოში. ორგანიზაციას ყავს 15,000 წევრი.
წევრებს ეძლევათ ახალი ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებებზე გარემოს დაცვით კანონმდებლობაში. ჯგუფი ატარებს 100-ზე მეტ რეგიონულ ღონისძიებას გარემოს დაცვით საკითხებზე, რათა მოხდეს საუკეთესო მიდგომების გაზირება. ასევე გამოიცემა ჟურნალი The Environmentalist 12-ჯერ წელიწადში, სამუშაო წიგნები პრაქტიკოსებისათვის კონკრეტულ გარემოს დაცვით თემებზე და ხდება ეროვნული კონფერენციების ორგანიზება ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით აზრების გასაცვლელად.
IEMA-ს წევრობა ადასტურებს, რომ კანდიდატს აქვს უმაღლესი პროფესიული ცოდნა, კომპეტენცია და უნარები. ინფორმაცია გარემოს დაცვითი სამუშაო ადგილების შესახებ ქვეყნდება IEMA-ს ვებ გვერდზე – www. Iema.net
- როდის იწყება კურსი?
კურსი დაყოფილია სამ ნაწილად:
1-ლი მოდული: გარემოსდაცვითი მედიისა და საკითხების მართვა.
თარიღები: 9-13 მარტი 2020
მე-2 მოდული: მდგრადი განვითარება ბიზნესისთვის.
თარიღები: 15-19 ივნისი 2020
მე-3 მოდული: პირადი ეფექტურობა ცვლილებისთვის.
თარიღები: 5-9 ოქტომბერი 2020
- რა ღირს კურსი?
კურსზე მონაწილეობის საფასური შეადგენს 4995 ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, თანახმად გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსისა. საფასურში შედის სასწავლო მასალები, მოდულების პერიოდში ლანჩი, აკადემიური ფიდბექი და მენტორობა, კანონით დადგენილი გადასახადები.
- როგორ დავრეგისტრირდეთ კურსზე?
კურსზე დასარეგისტრირებლად დაგვიკავშირდით ნომერზე 598 751 771 Nexia TA Academy-ის მენეჯერი ომარ ტერტერაშვილი