ნექსია ინთერნეიშენალი საბუღალტრო და საკონსულტაციო ფირმების მეცხრე უდიდესი ქსელი მსოფლიოში 25 ივლისს ნექსიას დღეს აღნიშნავს.
ამ დღეს ნექსიას ქსელის წევრი კომპანიები მსოფლიოს 115-ზე მეტ ქვეყანაში ნექსიას ქსელის ღირებულებებს უზიარებენ თავიანთ ქვეყნებს და აცნობენ იმ უპირატესობებს, რასაც ნექსიას წევრობა სძენს კომპანიებს.
აღსანიშნავია, რომ ნექსია ინთერნეიშენალის სლოგანი „უფრო ახლოს თქვენთან“ სამ მთავარ ღირებულებას: „მტკიცე ურთიერთობებს“ , „ბიზნესზე ორიენტირებულ აზროვნებასა“ და „დამკვეთებისთვის მუდმივად მზადყოფნას“ მოიცავს. სწორედ ამ ღირებულებების წარმოჩენა ხდება ნექსიას დღის ფარგლებში.
კევინ არნოლდი, CEO ნექსია ინთერნეიშენალი: „ნექსიას დღე შესანიშნავი შესაძლებლობაა ყველა ჩვენგანისთვის, რომ ერთად, გლობალურად, ავღნიშნოთ და გავაზიაროთ ქსელის ძლიერი მხარეები.“
ნექსიას დღეს აღნიშნავს ნექსია თიეიც, რომელიც 4 წლის წინ შეუერთდა ქსელს და მას შემდეგ ერთ-ერთ გამორჩეულ წევრად ითვლება. ნექსია თიეი-მ ნექსიას დღის აღნიშვნა თავის გუნდთან ერთად სხვადასხვა აქტივობებით გადაწყვიტა, რადგან სწორედ ეს გუნდი ქმნის მაღალი ხარისხის მომსახურებას, რომელსაც ნექსია თიეი სტაბილურად სთავაზობს დამკვეთ კომპანიებს.
წლევანდელი წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ნექსია თიეისთვის რადგან 2017 წელს ქართული ოფისი გახდა ერთადერთი კომპანია საქართველოს აუდიტორულ სფეროში, რომელმაც თავის ქსელში „წლის კომპანიის“ ტიტული მიიღო, რაც ნექსიას მაღალკვალიფიციური გუნდის დამსახურებაა.
თუ რა კრიტერიუმებით შეირჩია ნექსია თიეი „წლის კომპანიად“ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.