3 ივლისს ნექსია თიეი აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: შემოსავლების აღიარება და მასთან დაკავშირებული სირთულეებ: IFRS, IFRS for SMEs, Georgian FRS. შეხვედრას უძღვებოდა აკადემიის ტრენერი, ფინანსური კონსულტანტი შალვა ახრახაძე, CFA.
მსმენელებმა მიიღეს სრული ინფორმაცია ამ მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო სამი აქტუალური ფინანსური სტანდარტის გადმოსახედიდან: თემა დეტალურად იყო განხილული როგორც სრული IFRS-ით, ასევე IFRS for SMEs – ითა და ქართული ლოკალური ფინანსური რეპორტინგის სტანდარტით (რომელიც განკუთვნილია მე-4 კატეგორიის საწარმოებისათვის).
სემინარს 60ზე მეტი მსმენელი დაესწრო. მათ ჰქონდათ შესაძლებობა, მიეღოთ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული მაგალითების საშუალებით კიდევ უფრო კარგად გაეაზრებინათ საკითხი, ხოლო კონფერენციის ბოლოს მოესმინათ მათთვის საინტერესო კითხვებზე რეკომენდაციები.
ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.
ნექსია თიეი აკადემია განაგრძობს განვითარებას და გთავაზობთ სასწავლო კურსებსა თუ ერთდღიან სემინარებს ფართო აუდიტორიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
აკადემიასთან დაკავშირებულ თემებზე, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 751 771 ნექსია თიეი აკადემიის მენეჯერი – ომარ ტერტერაშვილი
სიუჟეტი იხილეთ: