ბუღალტერია
Nexia TA-ს პროფესიონალების გუნდი დაგეხმარებათ მიიღოთ საერთაშორისო კლასის მომსახურება და ძალისხმევის გარეშე, მარტივად განახორციელოთ სწორი ბუღალტრული აღრიცხვა.
დღეს სულ უფრო მეტი კომპანია და ბუღალტერი ითხოვს ღირებულ კონსულტაციას და გადაწყვეტილებებს. ასეთ დროს Nexia TA თქვენი სანდო და კომპეტენტური პარტნიორია, რომელიც უზრუნველყოფს კლიენტი კომპანიების სიმშვიდეს, შეცდომების დაზღვევას, სწორ და ეფექტიან ფინანსურ გადაწყვეტილებებს, სიახლეებსა და თანამედროვე გამოწვევებზე ადეკვატურ რეაქციას. განვლილი წლების მანძილზე Nexia TA უამრავი კლიენტის საჭიროებებს მოემსახურა და შედეგად ბუღალტრული მომსახურების ბაზრის პირველი პოზიციებიც დაიკავა.
Nexia TA მუდმივად ახორციელებს ბუღალტრების ტრენირება-გადამზადებას, როგორც საგადასახადო კანონმდებლობაში, ასევე საერთაშორისო სტანდარტებში შესულ ცვლილებებსა და სიახლეებზე.
Nexia TA ახორციელებს ბუღალტრების მუდმივ ტრენირება-გადამზადებას, როგორც საგადასახადო კანონმდებლობაში, ასევე საერთაშორისო სტანდარტებში შესულ ცვლილებებსა და სიახლეებზე.
Nexia TA-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია 20 მლნ ლარის ფარგლებში.
სრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა კომპანიებისთვის, განსაკუთებით კი მცირე ბიზნესებისთვის, მეწარმეობისა და სტარტაპებისთვის. თქვენ გჭირდებათ კვალიფიციური კადრი, რომელიც იმუშავებს კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებებზე, შეასრულებს საბანკო ოპერაციებს, გააკეთებს ფინანსური მონაცემების ანალიზს . ამ დროს საუკეთესო გამოსავალია თქვენი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ანდოთ Nexia TA-ს მაღალკვალიფიციურ გუნდს, რის შედეგადაც თქვენ შეძლებთ მინიმალური ხარჯებით მიიღოთ საერთაშორისო კლასის მომსახურება და, ამავდროულად, მაქსიმალურად შეამციროთ საგადასახადო და საოპერაციო რისკები.
აუთსორს მომსახურება დისტანციურად მოიცავს:
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება დისტანციურად, რომლის მხარდაჭერასაც ახორციელებენ საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულების მენეჯერები;
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად (IFRS, IFRS for SMEs), მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე. მათ შორის რეკომენდაციების გაცემა მომავალში განსახორციელებელ ტრანზაქციებთან დაკავშირებით;
- ყოველთვიური/ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება/წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
- ყოველწლიური ანგარიშგების წარდგენა ზედამხედველობის სამსახურში (SARAS);
- შემოსავლების სამსახურის მხრიდან შემოწმების შემთხვევაში, რევიზიის პროცესის წარმართვა (მათ შორის საგადასახადო დავების წარმოება);
- ყოველთვიური/კვარტალური/წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება მენეჯმენტისთვის;
- არსებული სააღრიცხვო პოლიტიკისა და პროცედურების გადახედვა/გაუმჯობესება.
სამუშაო ადგილზე მომსახურება გულისხმობს Nexia TA-ს ბუღალტრის მიერ კლიენტი კომპანიის სამუშაო სივრცეში სრულ განაკვეთზე მუშაობას, რომლის მხარდაჭერასაც ახორციელებენ Nexia TA-ს საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულების მენეჯერები.
მომსახურების პაკეტი მოიცავს:
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად (IFRS, IFRS for SMEs), დოკუმენტაციის საფუძველზე. მათ შორის რეკომენდაციების გაცემას მომავალში განსახორციელებელ ტრანზაქციებთან დაკავშირებით;
- ყოველთვიური/ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება/წარდგენას შემოსავლების სამსახურში;
- ყოველწლიური ანგარიშგების წარდგენას ზედამხედველობის სამსახურში (SARAS);
- შემოსავლების სამსახურის მხრიდან შემოწმების შემთხვევაში, რევიზიის პროცესის წარმართვას (მათ შორის საგადასახადო დავების წარმოება);
- ყოველთვიური/კვარტალური/წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებას მენეჯმენტისთვის;
- არსებული სააღრიცხვო პოლიტიკისა და პროცედურების გადახედვა/გაუმჯობესებას.
ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში კონსულტაციები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
- კონსულტაციების გაწევა ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართულებით;
- არსებული სააღრიცხვო პოლიტიკისა და პროცედურების გადახედვა/გაუმჯობესების კონსალტინგი ბუღალტრული აღრიცხვის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად (IFRS, IFRS for SMEs);
- მხარდაჭერა ყოველწლიური ანგარიშგების წარდგენაზე ზედამხედველობის სამსახურში (SARAS);
- საჭიროებისამებრ ფინანსური ანგარიშგების მომზადების მხარდაჭერა მენეჯმენტისთვის.
სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება მოიცავს:
- კომპანიის ოპერაციების შესწავლას;
- სააღრიცხვო მეთოდების, შეფასებებისა და დაშვებების შესწავლას, რომელთა გატარებაც კომპანიას უწევს აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართულებით;
- რეკომენდაციების გაცემას გამართული სააღრიცხვო მეთოდების უზრუნველყოფითსვის IFRS(IFRS for SMEs) სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
- სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებას IFRS სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS) წარსადგენი ფინანსური ანგარიშგების მომზადება ხორციელდება:
- მოწოდებული ბუღალტრული ჩანაწერების საფუძველზე ბალანსის , მოგება- ზარალის, კაპიტალის მოძრაობის უწყისისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგების მომზადება IFRS (IFRS for SMEs) სტანდარტების შესაბამისად.
- სააღრიცხვო მეთოდების, შეფასებებისა და დაშვებების გაწერა IFRS (IFRS for SMEs) სტანდარტების შესაბამისად, რომელიც წარედგინება ზედამხედველობის სამსახურს ფინანსურ მონაცემებთან ერთად.
ბუღალტრული ჩანაწერების აღდგენა საშუალებას გაძლევთ გამოასწოროთ წინა პერიოდის შეცდომები, რაც მინიმუმამდე შეამცირებს საგადასახადო ორგანოების მხრიდან დაჯარიმების რისკს.
წინა პერიოდის სააღრიცხვო მდგომარეობის აღდგენის პროცესები:
- მოწოდებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ბუღალტრული გატარებების გაკეთება პროგრამაში IFRS (IFRS for SMEs) სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
- დოკუმენტაციის გადახედვა, გაუმართაობის შემთხვევაში რეკომენდაციების და დრაფტების მიწოდება, სწორი ფორმით წარმოების უზრუნველსაყოფად.