ფინანსური მოდელირებისგან სარგებლის მიღება ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის არის შესაძლებელი. ეს მათ გაურკვევლობების თავიდან არიდებასა და ბიზნესის განვითარების სტრატეგიის დაგეგმვაში დაეხმარება.
“გაურკვეველი, დაუსაბუთებელი საკითხები ბევრი ბიზნესისთვის ჩვეული მოვლენაა. მსგავსი საკითხებია, როდესაც არ გვაქვს გააზრებული თუ რომელი არხით მოვიდა ახალი მომხმარებელი ჩვენამდე ან რა მოცულობის იქნება მომდევნო კომუნალური გადასახადი. ასეთი თემების რაოდენობა კი მუდმივად იზრდება წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესებისთვის. აუცილებელია გავიაზროთ, რომ სწრაფი ზრდა შესაძლოა ისეთივე სახიფათო აღმოჩნდეს კომპანიისთვის, როგორიც საერთოთ ზრდის შეწყვეტა.
ბიზნესის წარუმატებლობის თავიდან აცილება
მცირე და საშუალო ბიზნესი გაფართოებისას შეიძლება ზედმეტად გადაიტვირთოს. ასეთ დროს იზრდება ვალდებულებები, რომელთან გამკლავებაც ხშირ შემთხვევაში რთულია, უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა კომპანიის გაკოტრებაც კი გამოიწვიოს. ხშირად წარუმატებლობის მიზეზი შეიძლება გახდეს ცდუნება, რომ კომპანიამ აითვისოს ჯერ კიდევ შეუსწავლელი ბაზარი. კარგად გააზრებულმა და გაწერილმა ფინანსური პროგნოზის ბიზნეს მოდელირებამ კი შესაძლოა მსგავსი ტიპის პრობლემები მარტივად აგვარიდოს თავიდან.
ფინანსური პროგნოზის გადაწყვეტა
ფინანსური პროგნოზის მოდელი დაკვირვებების საფუძველზე მიუთითებს ბიზნესს თუ როგორ განვითარდება მათი საქმიანობა. მას შეუძლია განსაზღვროს ბიზნესის გაფართოების გეგმის დამაჯერებლობა შემოსავლებისა და ხარჯების პროგნოზირების საფუძველზე. კარგი ფინანსური მოდელი გამოყოფს ფიქსირებულ ხარჯებს რათა განისაზღვროს შემოსავალი ნულოვანი მოგების წერტილისთვის. მაშინ, როდესაც პროდუქტზე ან მომსახურებაზე მოთხოვნა მცირდება, დანახარჯები, როგორიცაა მაგალითად ლიზინგი და სახელფასო ანაზღაურება, ხდება არამდგრადი.
სცენარის ტესტირება
ბიზნეს მოდელირება მოიცავს სიტუაციურ პროგნოზსა და გათვლებს თუ რა შეიძლება მოხდეს ან რა შეიძლება მომხდარიყო. სცენარები ეფუძნება მთელ რიგ ალტერნატიულ დაშვებებს, რათა განისაზღვროს მათი გავლენა ბიზნესზე. ეს შეიძლება შეიცავდეს ახალ პროექტებს, ქირის გადასახადის ზრდასა და ნებისმიერ ფაქტორს, რომლებსაც შესაძლოა ზეგავლენა ჰქონდეს ბიზნესზე.
სცენარები ეხმარებიან ბიზნესებს შეამცირონ ნებისმიერი გაურკვევლობა მოქმედების კურსის განხორციელებისას, განსაზღვრონ როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ფაქტორების გავლენის მაქსიმალური და მინიმალური ზღვარი. ამ ცოდნით შეიარაღებულ კომპანიას შეუძლია იმოქმედოს უფრო მეტი თავდაჯერებულობით, რადგან საშუალება ექნება გააცნობიეროს რამდენად ჯდება რეალური შედეგი დასაშვები ნორმის ნიშნულებში.
მაგალითად, ეფექტურ ფინანსურ მოდელირებას შეეძლო დაეზღვია ბოლო პერიოდის რიგი ბიზნესების წარუმატებლობა ავსტრალიაში, დაეხმარებოდა ამ კომპანიებს ყოფილიყვნენ უფრო მყარად, მისცემდა რა მათ შესაძლებლობას განეხილათ თუ რა გავლენას მოახდენდა ბიზნესზე ლიზინგის დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდა ახალი მაღაზიების გახსნისას და განესაზღვრათ რამდენად უზრუნველყოფდნენ შემოსავლების იმ მოცულობით გენერირებას, რაც ამ გაზდილი ხარჯების დასაფარად დასჭირდებოდათ. მათ შეეძლოთ საკუთარი თავისთვის დაესვათ კითხვა იქნებოდა თუ არა საკმარისი მოთხოვნა, ვთქვათ, 6 ან 12 თვის შემდეგ, და სავარაუდოდ გადადებდნენ ახალი მაღაზიის გახსნას რამოდენიმე თვით.
ფინანსური მოდელირება ყველასათვის
ფინანსური მოდელირება ტრადიციულად ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მსხვილი კომპანიებისა და სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი დაწესებულებებისთვის, მაგრამ უკანასკნელ დროში მომხდარმა ბიზნეს წარუმატებლობებმა აჩვენა, რომ ეს ფუნდამენტური დისციპლინა ყველა ბიზნესმა უნდა გამოიყენოს.
შესაძლო შედეგების სრული სურათის გარეშე, ბიზნესის აგრესიული ზრდის გეგმები მნიშვნელოვან პოტენციურ რისკს შეიცავს და ნამდვილად არ ღირს მისი იგნორირება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ნექსია თიეი,
თბილისი, გამრეკელის 19,
ტელ: +(995 32) 224 25 59
E: advisory@nexia.ge
ტომას პაულ,
Pilot Partners, ავსტრალია
ტელ:+61 7 3023 1300
E: tpaul@pilotpartners.com.au
W: www.pilotpartners.com