ციფრული ტექნოლოგიები და ლიცენზირებული პროგრამები
2020 წლიდან Nexia TA-მ დაიწყო ახალი მომსახურების განვითარება ლიცენზირებული პროგრამების მიმართულებით. კომპანია გახდა Microsoft-ის და Adobe-ს ოფიციალური პარტნიორი და ქართულ კომპანიებს თავაზობს საოპერაციო, საოფისე და გრაფიკული სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო პროგრამებს მსოფლიოს უმსხვილესი მომწოდებლებისგან.
ჩვენთან პარტნიორობის შემთხვევაში შეგიძლიათ ისეთი პროგრამების დანერგვა, რომლებიც კომპანიაში ზრდიან თანამშრომლების პროდუქტიულობას, ამარტივებენ სამუშაო პროცესს, იძლევიან დავალებების მართვის, ორგანიზების და ერთობლივი კოლაბორაციის შესაძლებლობას.
ჩვენი სერვისების უპირატესობა ასევე გულისხმობს ინფორმაციის დაცულობას და უსაფრთხოებას, რაშიც დიდი მნიშვნელობა cloud გადაწყვეტილებებს უჭირავს.
უსაფრთხოება – უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ ლიცენზირებული პროგრამების გამოყენებით. ამ შემთხვევაში თქვენ კომპიუტერში ინსტალირდება პროგრამა, რომელიც მწარმოებლის მიერ არის სრულად შექმნილი და არ საჭიროებს სხვა გარეშე პირების მიერ შექმნილ საეჭვო „კრეკებს“ და „კოდების გენერატორებს“.
მონაცემთა დაცვა – ლიცენზირებული პროდუქტები უზრუნველყოფს მონაცემების დაცულობას და შენახვას რეალურ დროში.
გამართული მუშაობა და პერიოდული განახლება – მხოლოდ ლიცენზირებულ პროდუქციას შეუძლია უზრუნველყოს კომპიუტერის უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირება. ასევე მწარმოებლის მხრიდან ახალი ვერსიის გამოშვების შემთხვევაში სრულიად უფასოდ და ხარისხიანად განახლება.
გარანტია და ტექნიკური მხარდაჭერა – ლიცენზირებული პროდუქტების მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ უფასო 24 საათიანი ტექნიკური მხარდაჭერა მწარმოებლისგან, ასევე პროგრამის სრულყოფილად და გამართულად ფუნქციონირების გარანტია.
რას მიიღებთ Nexia TA-სთან თანამშრომლობით:
პერსონალურ მენეჯერს თითოეული კომპანიისთვის, რომელიც უზრუნველყოფს სიახლეების მოწოდებას და კონსულტაციას.
ინდივიდუალურ ტრენინგებს კომპანიის თანამშრომლებისთვის, რაც საშუალებას მოგცემთ ეფექტურად აითვისოთ თქვენთვის საჭირო პროგრამები.
- განათლება
- ინჟინერია
- ტექნოლოგიური კომპანია
- საკონსულტაციო კომპანია
- ონლაინ ვაჭრობა, შესყიდვები
- დასაქმება, კადრების შერჩევა
- იურიდიული მომსახურება
- ტრანსპორტი, ლოგისტიკა, მშენებლობა
- დაზღვევა
- ავტოსერვისი