გადასახადები
მზარდი საგადასახადო ცვლილებებისა და სირთულეების სამყაროში ზედმეტი გადასახადის გადახდის რისკი მატულობს, ხშირია არასწორად მომზადებული და შევსებული საგადასახადო დეკლარაციები, გამოტოვებული საგადასახადო შეღავათები და შესაძლებლობები ტრანზაქციების განხორციელებისას.
საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სწორი რჩევები აუცილებელია იმისათვის, რომ ადრეულ ეტაპზე მოხდეს საგადასახადო რისკების ასევე გადასახადის ოპტიმიზაციის პოტენციალის იდენტიფიცირება და დაგეგმვის წესით მათი მოგვარება. ამისათვის გჭირდებათ კვალიფიციური საგადასახადო კონსულტანტი და აუდიტორი, რომელსაც ენდობით და რომელსაც ესმის თქვენი და თქვენი ბიზნესი.
საზღვარგარეთ საქმიანობას უამრავი საგადასახადო შესაძლებლობა და, ამავდროულად, პოტენციური რისკი მოყვება. Nexia TA-ს გლობალური წვდომა საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ საზღვართშორისი რჩევებითა და კონსულტაციებით თითოეული ქვეყნისა თუ სივრცისთვის, რაც უზრუნველყოფს ნებისმიერ კითხვაზე სრულყოფილ პასუხს და, საბოლოო ჯამში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღწევას.
Nexia TA გთავაზობთ საგადასახადო შესაბამისობის, საგადასახადო დაგეგმვისა და საგადასახადო კონსულტაციების ფართო სპექტრის მომსახურებებს.
Nexia TA-ს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია 20 მლნ ლარის ფარგლებში.
საგადასახადო აუდიტი
საგადასახადო აუდიტორული მომსახურების სერვისის მიზანია წინა საანგარიშო პერიოდის საგადასახადო აუდიტის ჩატარება, რათა შესაძლებელი გახდეს საგადასახადო რისკების განსაზღვრა/იდენტიფიცირება და რისკების მინიმიზაციის მიზნით კლიენტისათვის რეკომენდაციების მიცემა.
პროცედურულად ხდება საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება კლიენტის მიერ მოწოდებლი დეკლარირებული ინფორმაციის შესწავლის, დამუშავების, ანალიზის და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების ბუღალტრულ მონაცემებთან შედარების საფუძველზე. შემუშავებული შუალედური დასკვნის და შესაბამისი რეკომენდაციების კლიენტთან განხილვის შემდეგ კი ფორმირდება საგადასახადო აუდიტის დასკვნა.
Nexia TA-ს მომსახურების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს გუნდში გლობალურ თუ ლოკალურ დონეზე არსებული სპეციალიზებული ცოდნა და მაღალი კომპეტენცია, ასევე დაბეგვრის მიმართულებით დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილება.
საგადასახადო კონსალტინგი
საგადასახადო კონსალტინგი მოიცავს ყოველთვიური დეკლარაციების სიზუსტის შემოწმებას, კონსულტაციებს, როგორც ზეპირს ისე წერილობითს, ასევე საჭიროების შემთხვევაში პრობლემურ საკითხებზე შეხვედრასა და შესაბამისი პრობლემის (მხოლოდ საგადასახადო-სამართლებრივ ჭრილში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებული საკითხები) გადაჭრის გზების მოძიებასა და გადაჭრაში დახმარებას.
• საკონსულტაციო მომსახურება – კლიენტი კომპანიის ბუღალტრის სრულყოფილი კონსულტირება სატელეფონო და ელექტრონული ფორმით;
• ყოველთვიური დეკლარაციების სიზუსტის შემოწმება;
• კომპანიაში ყოველთვიური ვიზიტი შესაძლო საგადასახადო რისკების ადგილზე გასაცნობად;
• საგადასახადო შემოწმების/რევიზიის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება და კონსულტირება;
• კონკრეტული საგადასახადო შემთხვევების დამუშავება და წერილობითი პასუხის მომზადება კანონის შესაბამისი ნორმების საფუძველზე;
• კომპანიის მიერ გასაფორმებელი (გაფორმებული) ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით ანალიზი და რეკომენდაციების გაცემა;
• საგადასახადო კუთხით მიღებულ შეკითხვებზე კომენტარების მომზადება, საგადასახადო დაგეგმვა და წლიური ანგარიშის (Review) მომზადება.
საგადასახადო დავებში მხარდაჭერა/წარმართვა
საგადასახადო დავებში მხარდაჭერა/წარმართვა გულისხმობს საგადასახადო კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე ფინანსთა სამინისტროში არსებულ ყველა ინსტანციაში კონსულტანტის მიერ კლიენტის ინტერესების დაცვას და კანონიერი წარმომადგენლობის განხორციელებას შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე კლიენტისთვის საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით.
საგადასახადო დავებზე კანონიერი წარმომადგენლობა მოიცავს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოტანილ აქტზე საჩივრის შედგენასა და მის გასაჩივრებას, საჩივრის განხილვისას დავაში მონაწილეობას, მტკიცებულებების წარდგენას, მის გამოკვლევაში მონაწილეობას, წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებებისა და დასკვნის მიცემას, ასევე კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოქმედებების განხორციელებას, რომელიც აუცილებელია კლიენტის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად.
Nexia TA გაწეულ მომსახურებაზე იღებს პასუხისმგებლობას მოცემული პირობებით:
• თუ საგადასახადო დავა წარმოშობილია Nexia TA-ს მიერ გაწეული კონსულტაციის შემდეგ და სადაოა ფირმის მიერ გაწეული კონსულტაცია, მაშინ დავაში ჩართულია ფირმა სრულად (მიუხედავად სადაო თანხის ოდენობისა), ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე (თქვენ იხდით მხოლოდ სასამართლო ბაჟს საჭიროების შემთხვევაში).
• საზღაურის შესაბამისად Nexia TA ჩართულია დავაში, რომელიც წარმოებს 5 000 ლარამდე სადავო თანხაზე. თუ სადავო თანხა აღემატება 5 000 ლარს, მაშინ დამატებით მომსახურების თანხა განისაზღვრება შემდეგნაირად: ფიქსირებული 2000 ლარი (დღგ-ს გარეშე) და თქვენს სასარგებლოდ მოხსნილი თანხის 5% დღგ-ს გარეშე. თუ სადავო თანხა განსაკუთრებულად დიდია, შესაძლებელია, კონკრეტულ საკითხზე ცალკეული მოლაპარაკება.
Nexia TA-ს საერთაშორისო კომპეტენციის მქონე გუნდი საიმედოდ დაიცავს თქვენს ინტერესებს შესაბამისი საგადასახადო ორგანოების წინაშე.
საგადასახადო რევიზიის პროცესში მხარდაჭერა/წარმართვა
Nexia TA გთავაზობთ კლიენტის საგადასახადო რევიზიის პროცესში საგადასახადო მხარდაჭერას, რაც მოიცავს შემოწმებისას კლიენტისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემას, საგადასახადო ორგანოსთან (შემმოწმებელთან) ურთიერთობას, კლიენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემმოწმებლისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებას, ზეპირი ან/და წერილობითი ფორმით განმარტებების მიცემას.
საგადასახდო რევიზიის პროცესის მომსახურების გაწევის დროს მიმდინარეობს:
• კლიენტ კომპანიაში საგადასახადო რევიზიის დაწყების პროცესში დეკლარირებული ინფორმაციის შესწავლა, გადამოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენაზე რეკომენდაციების გაცემა კლიენტისთვის;
• შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა მინდობილობის საფუძველზე;
• რევიზიის პროცესის მონიტორინგი.
სატრანსფერო ფასწარმოქმნა
სატრანსფერო ფასწარმოქმნა გულისხმობს შიდა ჯგუფურ გარიგებათა შეფასებას, რომლებიც ხორციელდება ადგილობრივ საწარმოსა და მასთან დაკავშირებულ სხვა პირს შორის, რომელიც სხვა ქვეყანაში იმყოფება. ანალიზის ობიექტებს წარმოადგენენ: სახელშეკრულებო დებულებები, საქონლისა და მომსახურების ფასი (მათ შორის ფინანსური ოპერაციების, ოპერაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, საქართველოსა და უცხოეთის საგადასახადო ადმინისტრაციებთან გაფორმებული წინასწარი შეთანხმებები.
ძირითადი მომსახურებები:
• სატრანსფერო ფასწარმოქმნის არსებული პოლიტიკის ანალიზი და შეფასება;
• სატრანსფერო ფასწარმოქმნის ახალი პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა;
• ბენჩმარკ ანალიზი (საქონელი, მომსახურება, ფინანსური ოპერაციები, არამატერიალური აქტივები), მათ შორის კომერციული მონაცემთა ბაზების გამოყენებით;
• სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის მომზადება (Masterfile, Country File, Country by Country Reporting));
• შიდა-ჯგუფურ ოპერაციებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება;
• მხარდაჭერა საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, საგადასახადო დავებში ჩართულობა;
• მხარდაჭერა წინასწარი შეთანხმების (APA) მოლაპარაკების პროცესში;