ოფიციალური მონაცემებით საქართველოში მოქმედი მსოფლიო ათეულში შემავალ აუდიტორულ კომპანიებს შორის NEXIA TA-ს საბუღალტრო მიმართულებაში მეორე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იგივე რეიტინგის მე-5 ადგილიდან კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
ეს წარმატება განაპირობა მომხმარებლების მიერ გამოცხადებულმა ნდობამ კომპანიის პროგრესული მენეჯმენტისა და გუნდის მიმართ, რისთვისაც NEXIA TA მადლობას უხდის მის ყველა კლიენტს.
კომპანიის მმართველი პარტნიორი დავით ლომიძე აცხადებს, რომ NEXIA TA-ს გუნდი მზად არის იმუშაოს კიდევ უფრო მეტი მონდომებით, რათა საუკეთესო ხარისხის მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს და ბაზარზე წამყვანი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის სტატუსი გაიმყაროს.
Nexia TA არის Nexia International-ის ოფიცილაური წარმომადგენელი საქართველოში. Nexia International აუდიტორული, საბუღალტრო, საგადასახადო და საკონსულტაციო კომპანიების მსოფლიო რეიტინგში ტოპ ათეულში შემავალი ქსელია, რომელიც 40 წელზე მეტია ოპერირებს 115-ზე მეტ ქვეყანაში და მოიცავს 650-ზე მეტ ოფისს. ნექსიას ოფისები განთავსებულია მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილ და მნიშვნელოვან ფინანსურ თუ ეკონომიკურ ცენტრში, რაც მას საშუალებას აძლევს გაუწიოს სრული მომსახურება თავის კლიენტებს, დაწყებული საერთაშორისო ჰოლდინგებიდან და დასრულებული ადგილობრივი კომპანიებით.
წყარო: www.saras.gov.ge