ივნისში, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ნექსია თიეის პარტნიორი კომპანიის „Staria”-ს ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საბუღალტრო პროგრამის „Net Suite”-ს პრეზენტაციას ისახავდა მიზნად.
კონფერენციას 100-მდე კომპანიის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენელი, ხოლო საქართველოდან ნექსია თიეის ბუღალტერიის მიმართულების მენეჯერი, ბატონი დავით ბოჭორიშვილი ესწრებოდა. დავით ბოჭორიშვილი კონფერენციის მონაწილეების წინაშე საქართველოსა და ნექსია თიეის შესახებ მომზადებული პრეზენტაციით წარსდგა.
ღონისძიებაზე ნექსია თიეი დასახელდა საუკეთესო საერთაშორისო თანაშრომლობის მაგალითად.
დავით ბოჭორიშვილი: „”Staria” ნექსია თიეი-ს ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია. მე მოხარული ვარ, რომ ნექსია თიეი ღირსეულად წარვადგინე პრეზენტაციაზე, ხოლო სტატუსი რომელიც მოგვანიჭეს, შედეგია მთელი გუნდის პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომისა.
გარდა პროგრამის პრეზენტაციისა, კონფერენციის მონაწილეებმა თავიანთ ქვეყნებში საგადასახადო და ბიზნესის მიმართულებით მიღებული გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.