ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ბიზნეს სუბიექტს, ვისაც არასამართლიანად დაეკისრათ საგადასახადო ჯარიმა და ამასთანავე არ გააჩნიათ სათანადო ფინანსური/ადამიანური რესურსი აწარმოონ საგადადასახადო დავები და მიიღონ მაღალკვალიფიციური მომსახურება.
როგორ ჩავერთოთ პროექტში? პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და დაელოდოთ ჩვენს გამოხმაურებას.
როდემდეა სარეგისტრაციო ფორმის შევსების ვადა? სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
რამდენ ხანში გავიგებ პასუხს ვარ თუ არა ბენეფიციარი? კომპანია პასუხს გახდით თუ არა პროექტის ბენეფიციარი შეგატყობინებთ 4 სამუშაო დღეში სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით.
რას მოიცავს ამ პროექტის მომსახურება? პროექტის მომსახურება მოიცავს საგადასახადო დავების წარმოებას პროექტის ბენეფიციარის სახელით.
ვინ იქნება ჩემს საქმეზე პასუხისმგებელი პირი? იმ შემთხვევაში თუ გახდებით პროექტის ბენეფიციარი, მაშინ თქვენ დაგენიშნებათ საგადასახადო ექსპერტი, რომელსაც ექნება უშუალო კომუნიკაცია თქვენთან საგადასახადო დავების წარმოებისას.
სად შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მიღება პროექტის შესახებ? დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 25 606 25