საერთაშორისო აუდიტორული კომპანია “ნექსია თიეი” განვითარებას სტაბილურად განაგრძობს. კომპანია მოტივირებულია დაკომპლექტეს მაქსიმალურად პროფესიონალი კადრებით და უზრუნველყოს პარტნიორი კომპანიებისთვის ყველაზე მაღალი ხარისხის სერვისები.
“ნექსია თიეი ლეგალი” “ნექსი თიეის” ერთ-ერთი ძლიერი, წამყვანი იურისტებით დაკომპლექტებული მიმართულებაა. გუნდი სპეციალიზებულია მოაგვაროს ნებისმიერი იურიდიული საკითხი თუ პრობლემა, რაც კი ბიზნესს შეიძლება დასჭირდეს.
“ნექსია თიეი ლეგალს” სულ ახლახანს ახალი წევრი თამაზ თოდრაძე შეუერთდა. თამაზი “ნექსია თიეის” სამშენებლო და სასამართლო ურთიერთობის სამსახურს ჩაუდგა სათავეში. მას მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს. თამაზი არაერთი წელი მუშაობდა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. მნიშვნელოვანია მისი გამოცდილება საქართველოს პარლამენტსა (საპარლამენტო ფრაქციის აპარატის უფროსის მოადგილედ – იურიდიული მიმართულების კურატორად) და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში (იურიდიული საქალაქო სამსახურის მთავარ სპეციალისტად). თამაზი სამართლის მიმართულებით მაგისტრის ხარისხს ფლობს, ხოლო საჯარო მმართველობის განხრით დოქტორია. ის არის არაერთი წიგნის ავტორი. მისი ავტორობით პირველად გამოიცა ლიტერატურა სამშენებლო სამართალთან დაკავშირებით – “მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა, სამშენებლო საქმიანობის ზოგადი რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკა”.
“მადლობა მინდა გადავუხადო “ნექსია თიეის” გუნდს ნდობისთვის. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში საშუალებას მომცემს გავუმკლავდე იმ გამოწვევებს, რომელსაც “ნექსია თიეი” მთავაზობს. ვფიქრობ, ხსენებული გამოცდილება დამეხმარება კომპანიის საჭიროებებისა და კომპეტენციების ჰარმონიულ თანხვედრაში”, – აცხადებს თამაზ თოდრაძე.