აკადემია
აკადემიის შესახებ
Nexia TA აკადემია 2016 წელს, Nexia TA-ს ბაზაზე შექმნილი სასწავლო ცენტრია, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორისთვის ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
აკადემიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ტრენინგები, სასწავლო კურსები, სემინარები, ვებინარები, ღია კარის დღეები.
ჩვენთან ტრენინგებს უძღვებიან, როგორც კომპანია Nexia TA-ს პრაქტიკოსი მენეჯერები, ასევე მოწვეული პროფესიონალები.
სწავლების მაღალი ხარისხი, პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და მეგობრული გარემო აკადემიის მთავარი უპირატესობაა.
ჩვენი მიზანია კერძო სექტორის წარმომადგენლების განვითარება და მათი კომპეტენციების ამაღლება შემდეგი მიმართულებებით:
• გადასახადები
• ფინანსური და საგადასახადო აუდიტი
• ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება
• მენეჯმენტი
გარდა აღნიშნულისა, აკადემია ანვითარებს სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზაციის წინსვლისა და მათი საქმიანობის ეფექტიანობისთვის.
ტრენინგები
სექტემბერი
აგვისტო