საგადასახადო მიმართულების მენეჯერი

აუდიტორული კომპანია „ნექსია თიეი“ აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე ბუღალტერიის დეპარტამენტში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო

სამუშაო განაგვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00)

მოვალეობები:

  • კონტრაგენტი კომპანიების ბუღალტერიის შემოწმება საგადასახადო კუთხით
  • მთავარ ბუღალტერთან მუდმივი კომუნიკაცია, კონტროლი რეკომენდაციის გაცემა საგადასახადო მიმართულებით
  • საჭიროების შემთხვევაში, კონტრაგენტი კომპანიების წამომადგენლებთან კომუნიკაცია რეკომენდაციების გაცემა ცალკეულ საკითხებზე
  • მის პორტფოლიოში არსებული კლიენტი კომპანიების დეკლარაციების გადამოწმება/დამუშავება/რისკების გათვლა
  • დავებში მხარდაჭერა
  • საჭიროების შემთხვევაში კადრების შერჩევის პროცესში ჩართულობა (კანდიდატებთან გასაუბრება საგადასახადოს საკითხებზე)
  • საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლებისთვის შიდა ტრენინგების ჩატარება

მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება საგადასახადო სფეროში, სასურველია ბუღალტრული მიმართულებითაც
  • აუცილებელია მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე
  • სასურველია დავებში მხარდაჭერის გამოცდილება
  • სასურველია ტრენინგების ჩატარების გამოცდილება
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა
  • სასურველია ბუღალტრული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • მათემატიკური აზროვნების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • ორგანიზატორული უნარი
  • სისწრაფე და ოპერატიულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge . წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „საგადასახადო მიმართულების მენეჯერი ბუღალტერიის დეპარტამენტში“, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

 

მაღლა