საგადასახადო დავებში მხარდაჭერა / საგადასახადო რევიზიის პროცესში მხარდაჭერა / პროცესის წარმართვა

  • თუ საგადასახადო დავა წარმოშობილია ჩვენს მიერ გაწეული კონსულტაციის შემდეგ და სადაოა ჩვენს მიერ გაწეული კონსულტაცია, მაშინ დავაში ჩართული ვართ სრულად (მიუხედავად სადაო თანხის ოდენობისა), ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე (თქვენ იხდით მხოლოდ სასამართლო ბაჟს საჭიროების შემთხვევაში).
  • საზღაურის შესაბამისად ჩართული ვართ დავაში, რომელიც წარმოებს 5 000 ლარამდე სადავო თანხაზე. თუ სადავო თანხა აღემატება 5 000 ლარს, მაშინ დამატებით მომსახურების თანხა განისაზღვრება შემდეგნაირად: ფიქსირებული 2000 ლარი (დღგ-ს გარეშე) და თქვენს სასარგებლოდ მოხსნილი თანხის 5% დღგ-ს გარეშე. თუ სადავო თანხა განსაკუთრებულად დიდია, შესაძლებელია, კონკრეტულ საკითხზე ცალკეული მოლაპარაკება.
  • დავაში ჩართვა გულისხმობს საჩივრის მომზადებას და დავების საბჭოზე თქვენი კომპანიის წარმომადგენლობას.

 

მაღლა