გადასახადები

მზარდი საგადასახადო სირთულეების სამყაროში, ძალიან ადვილია ზედმეტი გადასახადის გადახდა, ხშირია არასწორად შევსებული საგადასახადო დოკუმენტაცია, გამოტოვებული საგადასახადო შეღავათები და შესაძლებლობები ტრანზაქციების განხორციელებისას.

საგადასახადო კანონების შესაბამისად გაცემული სწორი რჩევები აუცილებელია იმისათვის, რომ ადრეულ ეტაპზე მოხდეს რისკებისა და ოპტიმიზაციის პოტენციალის იდენტიფიცირება და დაგეგმვის წესით მათი მოგვარება. ამისათვის გჭირდებათ კვალიფიციური საგადასახადო კონსულტანტი და აუდიტორი, რომელსაც ენდობით და რომელსაც ესმის თქვენი და თქვენი ბიზნესი.

საზღვარგარეთ საქმიანობას უამრავი საგადასახადო შესაძლებლობა და, ამავდროულად, პოტენციური რისკი მოყვება. Nexia TA-ს გლობალური წვდომა საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ საზღვართშორისი რჩევებითა და კონსულტაციებით თითოეული ქვეყნისა თუ სივრცისთვის, რაც უზრუნველყოფს ნებისმიერ კითხვაზე სრულყოფილ პასუხს და, საბოლოო ჯამში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღწევას.
Nexia TA გთავაზობთ საგადასახადო შესაბამისობის, საგადასახადო დაგეგმვისა და საგადასახადო კონსულტაციების ფართო სპექტრის მომსახურებებს.

მაღლა