რეპორტინგი და ბიუჯეტირება

Nexia TA-ს სერვისების ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება რეპორტინგია. ჩვენ დაგეხმარებით, წარსული გამოცდილების ანალიზზე დაყრდნობით, მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც განაპირობებს თქვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება კომპანიის მომგებიანობის ზრდაზე.

რეპორტინგის სერვისი IFRS სტანდარტდების შესაბამისად მომზადებულ შემდეგ ასპექტებს მოიცავს:

  • მოგება-ზარალის ანგარიშგება
  • ბალანსი
  • ფულის მოძრაობის ანგარიშგება
  • კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგება

ასევე, ჩვენ გთავაზობთ მენეჯერულ რეპორტინგს, რაც შემდეგი ასპექტების ანალიზში გამოიხატება:

  • გაყიდვები
  • მომგებიანობა
  • მარჟები
  • ძირითადი კოეფიციენტები
  • წაუგებლობის წერტილი
  • და სხვა სპეციფიური რეპორტები სექტორების მოთხოვნის მიხედვით

გარდა ამისა, NEXIA TA გთავაზობთ ბიუჯეტირებას, რაც შემდეგი კომპონენტების დაგეგმვას მოიცავს:

  • ფულის მოძრაობა
  • მოგება-ზარალი
  • ბალანსი
  • და სხვა დამატებითი მომსახურება კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად

 

მაღლა