იურიდიული მომსახურება

Nexia TA გთავაზობთ იურიდიულ მხარდაჭერას თქვენი ბიზნესისათვის.

Nexia TA-ს იურისტები სპეციალიზებული არიან ბიზნეს სამართალზე და ქონებრივ დავებზე. მათ შეუძლიათ გაგიწიონ იურიდიული დახმარება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც თქვენ ბიზნესს შეიძლება დაჭირდეს. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ბიზნესის ისე დაგეგმვაში, რომ თქვენი საქმიანობა სრულად მოდიოდეს შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან. ბიზნესის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, შესაძლებელია წარმოიქმნას იურიდიული პრობლემა, რომლის გადალახვაც შესაბამის სფეროში გამოუცდელი პირისათვის შედარებით რთულია. ჩვენთან თანამშრომლობა საშუალებას მოგცემთ გაიზიაროთ და გამოიყენოთ კლიენტებთან მომსახურების პროცესში წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება. ჩვენ დაგეხმარებით უსაფრთხოდ დაგეგმოთ და განახორციელოთ თქვენი ბიზნესის სტრატეგიები ან მარტივად მოაგვაროთ კონფლიქტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ჩვენი კომპანიის ზოგიერთი იურიდიული სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გყავთ საკუთარი იურიდიული სამსახური ან იურისტი.

  1. იურიდიული აუდიტი
  2. იურიდიული დახმარება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში
  3. ვალების სწრაფი და ეფექტური ამოღების სისტემის დანერგვა
  4. პრობლემური აქტივების დამუშავება/მართვა, წარმომადგენლობა სასამართლოსა და არბიტრაჟში
  5. გასაფორმებელი ხელშეკრულებების დამუშავება
  6. ხელშეკრულების შაბლონების მომზადება და მათი შემდგომი დამუშავება
  7. საწარმოს რეგისტრაცია, იურიდიული პირის წესდების შედგენა
  8. მნიშვნელოვანი გარიგებების მხარდაჭერა
  9. იურიდიული კონსულტაცია
  10. მუდმივი წარმომადგენლის გაგზავნა თქვენს ოფისში

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი.

 

მაღლა