გარიგების მხარდაჭერა

ეს არის მომსახურება, რომელიც დაგეხმარებათ ბიზნესის განვითარების ეტაპებზე საჭირო გეგმების შედგენასა და ძირითადი გარიგებების სრულყოფაში.

ბიზნესის ძირითადი აქტივების ყიდვა/გაყიდვამ შეიძლება სამუდამოდ დააზიანოს თქვენი საქმე, თუკი ის არ არის სწორად დაგეგმილი. სირთულეები და კრიტიკული სიტუაციები მცირდება, როდესაც გარიგება ეფუძნება იურისდიქციას. ჩვენ დაგეხმარებით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა:

  • რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია
  • ხელსაყრელი შესაძლებლობის ხელსაყრელ ფასად პოვნა
  • დაინტერესებულ მხარესთან მოლაპარაკება
  • სტრატეგიული ბიზნესმიზნების გაწერა
  • ადგილობრივი კანონმდებლობების მიხედვით მოქმედება
  • ბიზნესსინერგიის გააზრება

 

ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს კლიენტებთან, რათა ერთად გავაანალიზოთ მათთვის შემოთავაზებული წინადადებები, განვსაზღვროთ უპირატესობები, რისკები და შესაძლებლობები. ჩვენ ჩართული ვართ ამ საქმიანობაში გარიგების შემოთავაზებიდან მის დასრულებამდე. ჩვენი მიზანია, კომპანიებს დავეხმაროთ შეიმუშაონ კონკრეტული ქეისისთვის შესაბამისი საბუღალტრო, საფინანსო და საგადასახადო პროცედურები. ასევე, ჩვენს კლიენტებს ვუწევთ კონსულტაციას გარიგების პოსტ-პერიოდში სამოქმედო გეგმებზე.

 

მაღლა