ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და ტრანსფორმაცია

მაღალი კონკურენციის პირობებში განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ეფექტური და ოპტიმიზირებული შიდა პროცესებით გამართული ბიზნესი. სწორედ გამართული პროცესები, ავტომატიზირებული სისტემები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული ტრანსფორმაცია ბოლო დროინდელი გამოწვევებია თანამედროვე კომპანიების ახალი შესაძლებლობებისთვის.

კომპანიის სტრატეგია შეიძლება იყოს იმდენად ეფექტური, რამდენადაც ორგანიზაციას შესწევს მისი განხორციელების უნარი. შესაბამისად, კომპანიის საოპერაციო მოდელის დიზაინი უნდა იყოს ისე მოწყობილი, რომ შესაძლებლობა მისცეს მენეჯმენტის სტრატეგიას კომპანიის ბიზნეს-მოდელი აქციოს რეალობად. ამ ყველაფრის სწორედ და ეფექტურად ფუნქციონირებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს გამართული და ოპტიმიზირებული პროცესები. დიდი მნიშვნელობა ექცევა, თუ რა ტემპით მიჰყვება კომპანია ინოვაციების პროგრესს, რამდენად დროულად ახდენს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და პროცესების ავტომატიზაციას.

ბიზნეს პროცესის საჭიროება და უპირატესობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსხვილ ორგანიზაციებში. მათი არსებობა და სწორი დაგეგმვა ხელს უწყობს კომპანიის არსებული რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას, რაც საბოლოოდ ეხმარება კომპანიას სწორად მართოს მის ხელთ არსებული, როგორც მატერიალური ასევე ადამიანური რესურსები. საბოლოო ჯამში იზრდება კომპანიის პროდუქტიულობა და მცირდება ხარჯები და დანაკარგები, შედეგად მიიღწევა მეტი მომგებიანობა.

რატომ არის საჭირო ბიზნესს პროცესების არსებობა?

  • სწორი და მნიშვნელოვანი ამოცანების განსაზღვრით იზრდება კომპანიის ეფექტურობა;
  • ამცირებს კომპანიის დანახარჯებს;
  • ხელს უწყობს სწორი კომუნიკაციის დანერგვას და ამარტივებს ურთიერთობას თანამშრომლებსა და დეპარტამენტებს შორის;
  • ახდენს სწორი იერარქიის დადგენას, რის შედეგად ხდება რესურსების ოპტიმალური გადანაწილება (ესკალაციის მატრიცა);
  • ახდენს ქაოსის პრევენციას ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • ადგენს კონკრეტულ პროცესის მფლობელს და მასზე პასუხისმგებელ პირს;
  • იძლევა მონიტორინგის დანერგვის შესაძლებლობას, რაც საბოლოო ჯამში მიბმულია კონკრეტული თანამშრომლის KPI საზომზე;
  • ახდენს პროცედურების სტანდარტიზაციას იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც ძალზედ მნიშნველოვანია ბიზნესისთვის.
მაღლა