აუთსორს მომსახურება კომპანიის სამუშაო ადგილზე

სამუშაო ადგილზე მომსახურება გულისხმობს ჩვენი ბუღალტრის მიერ კლიენტი კომპანიის სამუშაო სივრცეში სრულ განაკვეთზე მუშაობას, რომლის მხარდაჭერასაც ახორციელებენ Nეხია თA-ს საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულების მენეჯერები.

მომსახურების პაკეტი მოიცავს:

  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად (IFRS, IFRS for SMEs), დოკუმენტაციის საფუძველზე. მათ შორის რეკომენდაციების გაცემას მომავალში განსახორციელებელ ტრანზაქციებთან დაკავშირებით;
  • ყოველთვიური/ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება/წარდგენას შემოსავლების სამსახურში;
  • ყოველწლიური ანგარიშგების წარდგენას ზედამხედველობის სამსახურში (SARAS);
  • შემოსავლების სამსახურის მხრიდან შემოწმების შემთხვევაში, რევიზიის პროცესის წარმართვას (მათ შორის საგადასახადო დავების წარმოება);
  • ყოველთვიური/კვარტალური/წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებას მენეჯმენტისთვის;
  • არსებული სააღრიცხვო პოლიტიკისა და პროცედურების გადახედვა/გაუმჯობესებას.
მაღლა