მეორე დონის ასისტენტი (A2)

კომპანია „ნექსია თიეი“ აცხადებს ვაკანსიას მეორე დონის ასისტენტის (A2) პოზიციაზე ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესიგანათლება შესაბამისი განხრით
  • ფინანსურ აუდიტში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანიგამოცდილება. (მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში სამუშაო გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა)
  • ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • IFRS და ISA სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • ACCA (ჩაბარებული წიგნები) ჩაითვლება პრიორიტეტად

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობისმაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
  • კომპანიასთან ერთად განვითარების სურვილი
  • ანალიტიკურიაზროვნების უნარი
  • გუნდურიმუშაობის უნარი
  • აქტიური, კომუნიკაბელური
  • პუნქტუალური
  • შრომისმოყვარე

კომპანისთან თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს  კანდიდატის პიროვნული ზრდასა  და განვითარებას,  უზრუნველყოს იგი საქმიანობისთვის  აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და  მუდმივად იზრუნოს  მის მოტივაციაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე(CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „მეორე დონის ასისტენტი (A2)", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

 

 

მაღლა