ნექსია თიეი აკადემია

Nexia TA Academy წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia International-ის ქართული წარმომადგენლობის - Nexia TA-ს  ბაზაზე 2016 წელს შეიქმნა.

ნექსია თიეი აკადემიის მიზანია კერძო სექტორის წარმომადგენლების  განვითარება და მათი კომპეტენციების ამაღლება შემდეგი მიმართულებებით:

  • გადასახადები
  • ფინანსური და საგადასახადო აუდიტი
  • ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება
  • მენეჯმენტი

გარდა აღნიშნულისა, აკადემია ანვითარებს სხვა მნიშვნელოვან  მიმართულებებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზაციის განვითარებისა და საქმიანობის ეფექტიანობისათვის.

ნექსია თიეი აკადემიის სერვისები:

  • ტრენინგები;
  • სამუშაო შეხვედრები;
  • საჯარო ლექციები და ღია კარის დღეები;
  • კონსულტაციები;
  • დისკუსიები საგადასახადო და ფინანსური მიმართულების აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე;
  • საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული სიახლეებისა და რეფორმების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობები;
  • ვებინარები;

რატომ უნდა გაიაროთ ტრენინგი ნექსია თიეი აკადემიაში:

  • ჩვენ ვართ საერთაშორისო ტოპ 10-ეულში შემავალი აუდიტორული ქსელის ქართული წარმომადგენლობა;
  • ვთანამშრომლობთ კერძო და სახელმწიფო სექტორებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტრენერ-ექსპერტებთან;
  • ტრენინგს გეგმავს რელევანტური მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პერსონალი;
  • გთავაზობთ კონკრეტულ საჭიროებების გადაწყვეტაზე მორგებულ ტრენინგ-პროგრამებს;
  • ნექსია თიეი აკადემიაში დავნერგეთ სასწავლო პროგრამებისა და პროცესის ადმინისტრირების ხარისხის კონტროლის მექანიზმები და სისტემები;
  • გთავაზობთ ზრდასრულთა განათლების საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისი სწავლების ფორმატებს;
  • ჩვენ გაძლევთ საუკეთესო სამუშაო პრაქტიკების გაზიარების შესაძლებლობას;
  • ვქმნით ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო პროგრამებს კორპორატიული თანამშრომლობისთვის;
  • დაინტერესებულ პირებს ნექსია თიეი აკადემიაში შეუძლიათ გაიარონ სხვადასხვა ფორმატის სასწავლო კურსები- გრძელვადიანი,კონკრეტულ თემატიკაზე ორიენტირებული, მოკლევადიანი ტრენინგები და მასტერ-კლასები;
მაღლა