2020

ნექსია თიეი წლის საუკეთესო „პასუხისმგებელ დამსაქმებლად“ დასახელდა

სასტუმრო "ბილტმორ თბილისში" „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora”-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს ნომინაციაში „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“ გამარჯვებული გახდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia TA თავისი წარდგენილი პროექტით: “თანამშრომელი - ყველაზე მაღალი ღირებულება“.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, Nexia TA აღიარეს თანამშრომლების ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე მზრუნველ კომპანიად, რომელიც ქმნის თანაბარ შესაძლებლობებსა და სამართლიან სამუშაო გარემოს გუნდის თითოეული წევრისთვის და მუდმივად ზრუნავს მათი განათლებისა და პროფესიული განვითარებისთვის.

Nexia TA-ს პრიზი იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, ნიკოლა იურიომ გადასცა.

კონკურსი Meliora მეორე წელია წარმატებით ტარდება და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტებისა და ინიციატივებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში.

კონკურსი ევროკავშირის, კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. მის მიზანს ქვეყანაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია წარმოადგენს.

Nexia TA უკვე მეექვსე წელია ტოპ ათეულში შემავალ აუდიტორულ ქსელ Nexia International-ს წარმოადგენს საქართველოში.

მაღლა