2019

სოფო ღუდუშაური: ნექსია თიეი მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების მომზადებას განსაკუთრებული პირობებით უზრუნველყოფს

2016 წლის ივნისში მიღებული კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ ადგენს თუ რომელ კომპანიებს მოუწევთ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით მომზადება და გასაჯაროება.

ამავე კანონის თანახმად კომპანიები ბრუნვის, აქტივებისა და დასაქმებულების რაოდენობის მიხედვით ოთხ კატეგორიად დაიყო, ხოლო 2019 წლის 1 ოქტომბრამდე ფინანსური ანგარიშგების შედგენა მესამე და მეოთხე კატეგორიაში შემავალ კომპანიებს მოუწევთ.

ცნობისათვის, მესამე კატეგორიაში შედიან საწარმოები, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს; შემოსავალი 20 მილიონს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-ს არ აღემატება, ხოლო მეოთხე კატეგორიაში ხვდებიან კომპანიები, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს; შემოსავალი 2 მილიონს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 10-ზე მეტი არ არის. კანონი ეხება ყველა იმ კომპანიას, რომლებიც ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმებიდან 2-ს მაინც აკმაყოფილებენ.

Nexia TA რომელიც უკვე 5 წელია წარმოადგენს მსოფლიო ტოპ ათეულში შემავალ ქსელ, Nexia International-ი საქართველოში, მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებს ფინანსური ანგარიშგების მომზადების მომსახურებას განსაკუთრებული პირობებით გაუწევს.  

ნექსია თიეი-ს ფინანსური აუდიტის მიმართულების მენეჯერი სოფო ღუდუშაური: „ ნექსია თიეი-ს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურებით უკვე სარგებლობენ პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოები, ასევე საზოგადოებრივი დაინტერესების პირები. აუცილებელია მესამე კატეგორიის საწარმოებმა ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგება მოამზადონ IFRS for SME სტანდარტის მიხედვით, ხოლო მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა ისარგებლონა მათთვის დადგენილი გამარტივებული სტანდარტით.

უნდა აღინიშნოს, რომ ვალდებულების თავიდან აცილების შემთხვევაში კომპანიებისთვის კანონით გათვალისწინებულია სანქციები.“

 

მაღლა