2019

სადიპლომო კურსი „მდგრადი ბიზნესის წარმოების შესახებ“ - უმაღლესი საფეხური გარემოს დაცვის სპეციალისტებისთვის

სადიპლომო კურსი „მდგრადი ბიზნესის წარმოების შესახებ“ - უმაღლესი საფეხური გარემოს დაცვის სპეციალისტებისთვის

პირველად კავკასიაში SDSC და Nexia TA Academy წარმოგიდგენთ IEMA-ს სადიპლომო კურსს მდგრადი ბიზნესის წარმოებაში. კურსს გაუძღვება ერთადერთი აკრედიტებული ორგანიზაცია - Make UK რომელსაც IEMA-ს აღნიშნული კურსის ჩატარების უფლება აქვს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადი ბიზნესის წარმოების ვალდებულება წლიდან-წლამდე იზრდება, იმისთვის რომ გამოწვევებს წარმატებულად ვუპასუხოთ საჭიროა ამ დარგის მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების ჩართვა პროცესში.

კურსი „მდგრადი ბიზნესის წარმოების შესახებ“ გარემოს დაცვის სპეციალისტებისთვის უმაღლეს საფეხურად ითვლება და აქამდე მხოლოდ დიდ ბრიტანეთში იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს კურსი შეგვეთავაზებინა პროფესიონალებისთვის არა მარტო საქართველოდან, არამედ სრულად, კავკასიის რეგიონის, მეზობელი ქვეყნების, აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებისთვის.

სადიპლომო კურსი განკუთვნილია, მენეჯერებისთვის, მრჩევლებისთვის, კონსულტანტებისთვის, ექსპერტებისთვის და სხვა სპეციალისტებისათვის, რომლებიც დასაქმებული არიან გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების სფეროში და რომელთაც სურთ შეიძინონ სტრატეგიული ცოდნა და უნარები.

კურსი დაყოფილია სამ ერთ კვირიან მოდულად, გრძელდება ერთი წლის მანძილზე და მოიცავს ქართველი მსმენელებისთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მაგალითად გარემოს დაცვითი მედიის და საკითხების მართვა. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ - თანამედროვე მიდგომები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: კლიმატის ცვლილებების საკითხისადმი ადაპტაცია და შემარბილებელი მოქმედება, ენერგო უსაფრთხოება, რესურსების უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნება და სხვა გლობალური გარემოსდაცვითი საკითხები.

მეორე მოდულის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ - ცირკულარული ეკონიმიკა, რაც ასე პოპულარული და აქტუალური დღევანდელ მსოფლიოში, ეკო-დიზაინი, მდგრადი განვითარების სოციალური ასპექტები, ბიზნეს ქეისი და კარგი პრაქტიკა, ასევე სტუდენტები შეისწავლიან მდგრადი შესყიდვების, რესურსების ეფექტურობის/ მართვის სისტემებს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ბიზნესის მართვის მდგრად და თანამედროვე მიდგომების დანერგვას.

მესამე მოდული დათმობილია ეთიკისა და ლიდერობის ტექნიკას, კონკრეტულად კი შეისწავლება კორპორატიული მართვა, სტრატეგიული რისკები, ორგანიზაციული სტრუქტურა და კულტურა, ცვლილებების მართვა, კომუნიკაციის უნარები, ფინანსური მოდელირება და ეფექტური გუნდის შექმნის საკითხები. ბოლო მოდული უზრუნველყოფს უმაღლესი მმართველებისთვის საჭირო უნარჩვევების ჩამოყალიბებას და განვითარებას.

პროგრამა საშუალებას აძლევს მონაწილეებს მიიღონ ცოდნა, რომელიც დაეხმარება მათ IEMA-ს (MIEMA) სრული წევრობისა და „დიპლომირებული გარემოს დამცველის“ (CEnv) სტატუსის მისაღებად.

ცნობისათვის IEMA- წარმოადგენს გარემოს საკითხებზე მომუშავე პრაქტიკოსების უდიდეს პროფესიულ გაერთიანებას მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 15 000 წევრს მსოფლიოს გარშემო. ამ ორგანიზაციის სრული წევრობა არის აღიარება, რომ კანდიდატები არიან პროფესიონალები, კომპეტენტურები და უმაღლეს დონეზე განსწავლულები აღნიშნულ სფეროში.

მათ ეძლევთ საერთაშორისო დასაქმების შესაძლებლობა და წვდომა ორგანიზაციის საერთაშორისო ვაკანსიებთან. ასევე საშუალება მიეცემათ ითანამშრომლონ საერთაშორისო ექსპერტებთან, მოიპოვონ და გაცვალონ ინფორმაცია მდგრადი განვითარების სფეროში და დაესწრონ საერთაშორისო კონფერენციებს.

კურსდამთავრებულები მიიღებენ IEMA-ს საერთაშორისო დიპლომს მდგრადი ბიზნესის წარმოებაში (მათ შეეძლებათ ამის დასადასტურებლად მათი სახელის და გვარის შემდეგ მიუთითოსნ DipSBP), რომელიც უტოლდება ბრიტანეთის level 7 კვალიფიკაციას.

წარჩინებულ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გახდენ IEMA-ს საერთაშორისო გარემოსდაცვის ელჩები.

იხილეთ ხშირად დასმული კითხვები.

 

მაღლა