2019

Nexia TA-მ თანამშრომლებს 2018 წლის ფინანსური შედეგები წარუდგინა

Nexia TA-მ რომელიც უკვე მეხუთე წელია ოფიციალურად წარმოადგენს ტოპ ათეულში შემავალ საერთაშორისო ქსელს Nexia International-ს საქართველოში - 2018 წელი შეაჯამა. კომპანიამ წელი ისევ განსაკუთრებული  მიღწევებით დაასრულა.

წელს პირველად, ქსელის გლობალურმა შემოსავალმა 2018 წლისთვის დაარღვია 4 მილიარდიანი ბარიერი და გაიზარდა 11%-ით 2017 წელთან შედარებით.

წელი ფინანსურად წარმატებული იყო ნექსიას ქართულ ოფისშიც. 2018-ში კომპანია 100 პროცენტამდე გაიზარდა, ჯამურმა შემოსავალმა კი 4,4 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ნექსია თიეი-ს მმართველმა პარტნიორებმა 150-ზე მეტ თანამშრომელს 2018 წლის ფინანსური შედეგები ტიფლის პალასში გააცნეს. ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელმა ქალბატონმა მაკა კუკავამ თანამშრომლებს წარუდგინა ის მნიშვნელოვანი საკითხები რაც კომპანიაში დასაქმებულების პროფესიული და პიროვნული განვითარების,  შრომითი კმაყოფილების, ჩართულობისა და ლოალობის  გაზრდის მიზნით დაიგეგმა.

ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი მაკა კუკავა: „ჩვენ თანამშრომლებს გავაცანით კომპანიის სწრაფი ზრდის გამო ადამიანური რესურსების დაგეგმარებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ფორმალური ნაწილისა, ასევე ვისაუბრეთ იმ გუნდური აქტივობების შესახებ, რასაც ნექსია თიეი მიმდინარე წლის განმავლობაში განახორციელებს.“

შეხვედრის დასკვნით ნაწილში  მმართველი პარტნიორების ფასილიტაციით თანამშრომლებმა გამოთქვეს მოსაზრებები კომპანიის განვითარებასთან  დაკავშირებით  და გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას საინტერესო და მნიშვნელოვანი  იდეები.

 

მაღლა