2019

NEXIA TA-მ NEXIA INTERNATIONAL-ის ინტერ-რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა

Nexia TA-მ Nexia International-ის ინტერ-რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა

Nexia TA-მ Nexia International-ის ინტერ-რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა. 

კონფერენციას დაესწრნენ Nexia International-ის წევრი ოფისების წარმომადგენლები უკრაინიდან, მალტიდან, ლატვიადან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან. 

ღონისძიება მიზნად გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ისახავდა წევრ ოფისებს შორის. 

Nexia TA-მ სტუმრებს თავდაპირველად ახალ ოფისში უმასპინძლა. მეორე დღეს კი კონფერენცია სასტუმრო „Tiflis Palace”-ში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა სიახლეები და გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს. 

„მოხარული ვართ, რომ Nexia International-ის რეგიონულ კონფერენციას წელს საქართველომ უმასპინძლა. ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც Nexia TA-მ კომპანიის ადგილობრივი და საერთაშორისო მიღწევებიდან გამომდინარე მოკლე დროში დაიმსახურა. გარდა კონფერენციის ოფიციალური ნაწილისა, ჩვენ სტუმრებს ყველა ის ღირებულება გავაცანით, რითაც საქართველო ტურისტული თვალსაზრისით უნიკალურ ქვეყანად წარმოჩინდება. დარწმუნებულები ვართ, რომ კონფერენციის დელეგატები, რომლებიც წარმოადგენდნენ Nexia International-ის ქსელის წევრი კომპანიების მმართველ პარტნიორებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში, უკვე როგორც ტურისტები.“ აცხადებენ Nexia TA-ს მმართველი პარტნიორები. 

Nexia DK-ს იურიდიული მიმართულების მმართველი პარტნიორი კრისტინა ონისშჩენკო: „ალბათ ყველას სმენია ქართული სტუმართმასპინძლობის შესახებ და ბევრსაც საკუთარ თავზეც გამოუცდია. ყველაფერმა საქართველოს შესახებ - ქვეყანამ, ბუნებამ, კულტურამ, ისტორიამ და რაც მთავარია ხალხმა გადააჭარბა ჩემს მოლოდინს. თუ ჯერ არ ყოფილხართ საქართველოში, აუცილებლად უნდა ესტუმროთ მას“. 

„მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ Nexia TA 2020 წელს Nexia International-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონალურ კონფერენციასაც მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 300-მდე დელეგატი-მმართველი პარტნიორი ესტუმრება. ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნული ღონისძიებისთვის მზადება და გვეამაყება, რომ ვართ პირველი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელიც თავის ქსელში ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს", -  აცხადებენ კომპანიაში.

მაღლა