2019

Nexia TA-მ GDBA-ს წევრებს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები გააცნო

Nexia TA-მ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასთან (GDBA) მემორანდუმის ფარგლებში ასოციაციის წევრებს უმასპინძლა. კონფერენცია ბათუმში, სასტუმრო „Aqua Batumi-ში“ გაიმართა და მას ასოციაციის 50-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

ნექსია თიეი-მ დამსწრე აუდიტორიას საგადასახადო აღრიცხვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები გააცნო, ხოლო კომპანიის იურიდიული მიმართულების Nexia TA Legal-ის წარმომადგენლებმა მსხვილი სავაჭრო მოთამაშეებისა და დისტრიბუტორების ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში დასრულდა და აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოესმინა რეკომენდაციები.

„კონფერენციამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. დამსწრე პირების მხრიდან ყველაზე დიდი გამოხმაურება მოყვა ჩვენს პრეზენტაციას სადისტრიბუციო კომპანიებსა და მსხვილ ჰიპერმარკეტებს შორის ურთიერთობაში არსებული პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ.

აღნიშნულ სფეროში ბევრი პრობლემაა, რომელიც საჭიროებს მოწესრიგებას საკანონმდებლო დონეზე. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ბაზრის მოთამაშეების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას და შედეგად ბაზარზე არსებული პრობლემების მოგვარებას.

ვიმედოვნებთ, რომ ნექსია თიეის იურიდიული მიმართულება შეძლებს წვლილი შეიტანოს ვაჭრობის სფეროში ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებაში, რითაც სარგებელს მიიღებენ არა მარტო ბიზნესმენები, არამედ მომხმარებლებიც“, - განაცხადა Nexia TA Legal-ის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ავალიშვილმა.

ნექსია თიეი-სა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას შორის ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა და მიზნად ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა დაისახა.

მაღლა