2019

Nexia International-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონალურ კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს


Nexia International-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონალურ კონფერენციას (EMEA) 2020 წელს საქართველო უმასპინძლებს

კონფერენციაზე აქცენტი გასული წლის მოვლენებზე, ქსელის წევრი კომპანიების წარმატებებსა და მათ მიერ მიღწეულ შედეგებზე კეთდება. გარდა ამისა, ისახება ახალი მიზნები და განიხილება სამომავლო პერსპექტივებიც. კონფერენციაზე ირჩევენ ქვეყნებს, რომლებიც Nexia International-ის მასშტაბურ ღონისძიებებს მომავალში უმასპინძლებენ. 2018 წლის კონფერენცია ავსტრალიაში, კერძოდ ქალაქ სიდნეიში ჩატარდა, რომელსაც Nexia TA-ს მმართველი პარტნიორები დაესწრნენ. მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით 2020 წლის EMEA-ს რეგიონალური კონფერენციის მასპინძელი საქართველო და კერძოდ, Nexia TA იქნება.

ეს წარმატება უკავშირდება კომპანიის ბოლოდროინდელ მიღწევებს, რომლითაც ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე.

„მოხარულები ვართ, რომ Nexia International-ის მმართველმა საბჭომ არჩევანი საქართველოზე შეაჩერა. ეს იყო ჩვენი მხრიდან გრძელვადიანი სამუშაო პროცესი, რომელშიც ჩვენი გუნდი მთელი წლის მანძილზე აქტიურად იღებდა მონაწილეობას“, - განაცხადა Nexia TA - მმართველი პარტნიორმა დავით ლომიძემ.

„მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეს ჩვენი მიღწევები, როგორც შიდა ქსელში ასევე საერთაშორისო არენაზე. მოგეხსენებათ ნექსია თიეი 2017 წელს გახდა „წლის კომპანია“ შიდა ქსელში, ხოლო 2018 წელს უკვე ქსელის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო მასშტაბის აღიარება მოიპოვა და ნომერ პირველი საბუღალტრო გამოცემის, IAB-ის მიერ დაჯილდოვდა ნომინაციაში „ბუღალტერიის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“. მნიშვნელოვანია, რომ აქამდე IAB-ს არც ერთი ქართული ფირმა არ ჰყავს დაჯილდოეუბული არც ერთ ნომინაციაში“, - განაცხადა Nexia TA მმართველმა პარტნიორმა ბორის მეგრელიშვილმა.

„2020 წლის მასპინძელი ქვეყნის შერჩევისას გაითვალისწინეს ასევე თუ რამდენად კარგად ახერხებდა შერჩეული კომპანია ქსელის ღირებულებების წარმოჩენას ადგილობრივ ბაზარზე და რამდენად ნექსია ინთერნეიშენალის შესაბამის, მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობდა ის თავის კლიენტებს. ნექსია თიეი ყველა კრიტერიუმში უმაღლესი კოეფიციენტით შეფასდა, რის შედეგადაც მოგვეცა უფლება ვუმასპინძლოთ ნექსია ინთერნეიშენალის EMEA-ს რეგიონალურ კონფერენციას. ეს გულისხმობს, რომ 2020 წელს საქართველოში დაიხარჯება მილიონზე მეტი დოლარი, ხოლო საქართველო 200-ზე მეტი EMEA_ს რეგიონის ქსელის წევრი კომპანიების 200-ზე მეტი პარტნიორის წინაშე წარმოჩინდება როგორც უნიკალური ქვეყანა ტურისტული თვალსაზრისით“, - განაცხადა Nexia TA მმართველი პარტნიორმა გელა მღებრიშვილმა.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნული კონფერენციისათვის მზადება და ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობასაც, რადგან ჩვენ ვართ პირველი აუდიტორული კომპანია საქართველოში რომელიც თავის ქსელში ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს“, - განმარტავენ კომპანიაში.

მაღლა