2019

ნექსია თიეი - თქვენი უფლებების დასაცავად!

ნექსია თიეი, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენს ტოპ ათეულში შემავალ მსოფლიო ქსელს - ნექსია ინთერნეიშენალს საქართველოში, 2019 წლის 17 იანვრიდან იწყებს ახალ პროექტს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

ყველა კომპანიას, რომლებსაც საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განუხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით  მიეცემათ შესაძლებლობა - ერთ ლარად მიიღონ ნექსია თიეი-ს მაღალკვალიფიციური მომსახურება და დაიცვან თავიანთი უფლებები შესაბამის ინსტანციებში. 

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთაც არასამართლიანად დაეკისრათ საგადასახადო ჯარიმა და ამასთანავე არ გააჩნიათ  სათანადო  ფინანსური  და ადამიანური რესურსი აწარმოონ საგადადასახადო დავები და მიიღონ მაღალკვალიფიციური მომსახურება.

პროექტში ჩასართავად გთხოვთ შეავსეთ  სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხშირად დასმული კითხვები ან მოგვმართეთ ნომერზე: 25 606 25

მაღლა