2018

Nexia TA ავსტრიაში Nexia International-ის სატრასნფერო ფასწარმოქმნის ტრეინინგ-ვორქშოპზე პრეზენტაციით წარსდგა

ნექსია თიეის მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი და საერთაშორისო დაბეგვრის მენეჯერი ლევან თედიაშვილი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ნექსია ინტერნეიშენალის მიერ ორგანიზებულ სამდღიან ტრეინინგ-ვორქშოპს დაესწრნენ. ღონისძიების თემა იყო „სატრანსფერო ფასწარმოქმნა“.

ტრეინინგს ესწრებოდნენ Nexia-ს ქსელის წევრი კომპანიების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი სატრანსფერო ფასწარმოქმნის ახალ მიდგომებსა და BEPS-ში განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნენ.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებმა თავიანთ ქვეყნებში მიღებული გამოცდილება - სატრანსფერო ფასწარმოქმნის საგადასახადო და სასამართლო დავების პრაქტიკები და გადაწყვეტილებები ერთმანეთს გაუზიარეს.

დამსწრეთა წინაშე პრეზენტაციით ნექსია თიეის მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილიც წარსდგა , რომელმაც საქართველოში ტრანსფერ ფრაისინგის განვითარების, არსებული პრაქტიკისა და სამომავლო პოტენციალის შესახებ ისაუბრა. მანვე უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებსაც.

Nexia TA Nexia International-ს 2014 წელს შეუერთდა, ხოლო 2017 წელს კომპანიამ Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტზე - მსოფლიოს 115-ზე მეტი ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის “წლის კომპანიის“ ტიტული მიიღო. Nexia TA-მ 2017 წელს უპრეცედენტო 170 %-იანი ზრდა აჩვენა

მაღლა