2018

ნექსია თიეისა და ჭადრაკის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიხედვით ნექსია თიეი ოლიმპიადის ფარგლებში არსებული ყველა ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტაციის შემოწმებას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა საქართველოში ტარდება. ეს მასშტაბური ღონისძიება სტარტს 23 სექტემბერს ბათუმში აიღებს და 190-მდე ქვეყნიდან 4000-მდე სტუმარს უმასპინძლებს.

 

მაღლა